კალათა

დეტალურად

ნამდვილად არ ვიცი, რამდენად სრულფასოვნად შეესატყვისება ტერმინი „ყოფილი ადამიანები“ რეალობას. თუმც, იგი ერთგვარად, თავისთავად დამკვიდრდა ჩვენს ცნობიერებაში. მთავარი, მაინც ის კი არაა თუ როგორ მოვნათლავთ ამ მოვლენას, არამედ იმ ადამიანთა ტრაგიკული ბედია, რომელთა შესახებ წარსულიდან გვაქვს გარკვეული ინფორმაცია. ახალი ქვეყნის, სახელმწიფო-პოლიტიკური სისტემის მშენებლებმა, რომელთა დეკლარირებულ მიზანს, ხალხისთვის ნათელი მომავლის მოპოვება წარმოადგენდა, საკმაოდ მტკივნეული რეფორმების გატარება დაიწყეს... მათ, აქამდე არსებულის ძირფესვიანად შეცვლა განიზრახეს... ვიღაც დამორჩილდა, დაჰყვა მათ ნებას... შეეგუა, შეეჩვია, შეეწყო ახალ ყოფას თუ წესრიგს... დაყაბულდა აზროვნების, რწმენის, ცხოვრების წესის, მენტალიტეტის ნაძალადევ შეცვლას, პიროვნული თავისუფლებისა თუ ეროვნული თვითმყოფადობის დათმობას, საკუთარი მორალური, ზნეობრივი, ეთიკური პრინციპების, შინაგანი კონსტიტუციის უარყოფას, მი ახლით, თავსმოხვეულით ჩანაცვლებას... ისინი ხალხის ანუ მასის მტრებად გამოცხადნენ!.. ასეთები ზედმეტ ადამიანებად იქცნენ... უფრო იღბლიანებმა, უცხო ქვეყნებს, ემიგრაციას მიაშურეს, რათა ფიზიკურად მაინც გადარჩენილიყვნენ. თუმც, მათი დიდი ნაწილი, სამშობლოს ნოსტალგიამ გატანჯა... ის, ვინც ვერ ან არ გაიქცა (ასეთები კი რიცხობრივად უფრო მეტნი იყვნენ), მასობრივ, განუკითხავ, ტოტალურ რეპრესიებს ემსხვერპლა... ჩემი მიზანი სულაც არაა ისტორიის კვლევა, გარდასულ დღეთა მოგონებების კვლავ წინ წამოწევა... უბრალოდ, ე. წ. ზედმეტი ადამიანების, უხეშად რომ ვთქვათ - ყოფილთა თემა, ყოველთვის აქტუალურ და მარადიულ პრობლემად მიმაჩნია... ჩემს მიერ ზემოაღნიშნულ პრობლემას, ხელოვნებაში არაერთი ნაწარმოები მიეძღვნა. გამონაკლისი, ბუნებრივია, ვერც ქართული თეატრი იქნებოდა... ამ წიგნის მიზანი, სწორედ ამ ტიპის რამდენიმე საუკეთესო მაგალითის წარმოჩენაა...
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინათქმა
  • „მე მიყვარს ქარიშხალის შეხვედრა...“
  • „...უჯუშ ემხაა ჩვენი დამღუპველი...“
  • „... მე ბავშვს ისეთ რამეს ვერ ვასწავლი, რაც მე თვითონ არა მწამს“
  • ბოლოთქმა
  • ავტორის შესახებ
  • სქოლიო