კინომცოდნე ირინა კუჭუხიძის წიგნი „ეკრანი და დრო“ წარმოადგენს სტატიების კრებულს კინოს ისტორიისა და თეორიის აქტუალურ საკითხებზე. მასში განხილულია რამდენიმე გამორჩეული ქართველი კინორეჟისორის შემოქმედებითი თავისებურებანი, მათი მსოფლმხედველობითი და ესთეტიკური პოზიციები; ქართული კინოს ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო, გარდამავალ ეტაპზე - XX საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე - მიმდინარე პროცესები და ძირითადი ტენდენციები. ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინტერპრეტაციის, აუდიო-ვიზუალური კომუნიკაციის პრობლემები; არქეტიპული ვარიაციები ქართულ კინოში; ახალი, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით გამოწვეული კარდინალური ცვლილებები ეკრანული გამომსახველობის სფეროსა და თავად კინოპროცესის სტრუქტურაში... ვფიქრობთ, წიგნში თავმოყრილი მასალა დააინტერესებს კვალიფიციურ მკითხველს, ხოლო კინოსპეციალობის სტუდენტთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს ფუნქციას შეასარულებს.
- ყდა
- თავფურცელი
- ოთარ იოსელიანის სტილის გააზრებისთვის
- ხელოვნის გზა
- რეალურისა და ირეალურის მიჯნაზე
- ქართული კინოს ძირითადი ტენდენციები XX საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე
- ინტერპრეტაციის პრობლემის გააზრება დეკონსტრუქციის თეორიის ჭრილში
- ეკრანის სიმართლე
- აუდიო-ვიზუალური კომუნიკაციის დღევანდელი რეალიები
- კინემატოგრაფის კონტურები ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში
- არქეტიპული ვარიაციები ქართულ კინოში