წიგნი, რომელიც თქვენ ეს წუთია გადაშალეთ, წარმოადგენს ფუნდამენტურ ნაშრომს რეჟისორის პროფესიის არსზე, ძირითად ცნებებსა და კანონებზე. ავტორი გახლავთ ბატონი მიხეილ თუმანიშვილი.
ვისაც ბედმა მასთან სწავლის, მუშაობის ან თუნდაც უბრალო ადამიანური ურთიერთობის საშუალება მისცა, არ ესაჭიროება ახსნა თუ რა მასშტაბის მოვლენას წარმოადგენდა ბატონი მიხეილ თუმანიშვილი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში. მაგრამ დღევანდელი ქართული თეატრის რეჟისორთა და მსახიობთა ახალგაზრდა თაობისათვის მიხეილ თუმანიშვილი სამწუხაროდ უკვე ისტორიაა; და რადგანაც ამ წიგნის ძირითადი მკითხველები ისინიც იქნებიან, საჭიროდ ჩავთვალეთ მცირედი განმარტება მიგვეცა მათთვის ამ საოცარი ადამიანისა და შემოქმედის შესახებ.
მსოფლიო კულტურის განვითარების ყველა დროში არიან პიროვნებები, რომლებიც თავიანთი შემოქმედების უმაღლესი პროფესიული დონით ზემოქმედებას ახდენენ ხელოვნების იმ სფეროზე სადაც მოღვაწეობენ. ქართულ თეატრში ბ-ნი მიხეილ თუმანიშვილი ერთ-ერთი იმათთაგანია ვისი შემოქმედებითი მიღწევებითაც იმსჯელებენ მომავალში XX საუკუნის ქართული თეატრის და თეატრალური სკოლის პროფესიული დონის შესახებ.
პირველად ეს წიგნი გამოიცა გასული საუკუნის 70-იან წლებში.
- ყდა
- თავფურცელი
- წინათქმა
- თეატრი
- შემოქმედებითი წარმოსახვა
- მომავალი სპექტაკლის მოდელი
- თეატრალური ანალიზი
- გარემოს შექმნა (ყოფაში ჩაძირვა)
- მრწამსი
- მცირე სიმართლე
- ზეამოცანა და გამჭოლი მოქმედება
- ურჩხულის ძვლები
- სამი ნაწილი
- ქმედითი ანალიზის შესახებ
- გონებით დაზვერვა
- ქმედითი თხრობა
- ანალიზი (დაზვერვა) ქმედებით
- მოვლენათა რიგის შედგენა
- ფაქტების შეფასება
- ორიგინალით (პიესით) შემოწმება
- გაფრთხილება
- დასკვნა
- ფერისცვალება
- ჟანრი
- გრძნობათა ბუნება
- სპექტაკლის რეჟისორული გადაწყვეტა
- შემოქმედებითი პროცესი
- იულიუს კეისარი
- უკუკავშირი
- მიხეილ თუმანიშვილის დადგმები
- ფოტომასალა