კალათა

დეტალურად

ნატო გაბუნიას ცხოვრება და შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს მოიცავს. მსახიობის 30 წლიანმა სასცენო მოღვაწეობამ უდიდესი გავლენა იქონია მე-19 ს-ის ქართული სამსახიობო სკოლის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ნატო გაბუნიამ, რთული წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრება განვლო „ბევრი რამ კარგი და თანაც მწარე გამივლია სცენაზეო“, - წერდა სიცოცხლის ბოლოს. ტრაგიკული იყო მისი შემოქმედებითი ცხოვრების უკანასკნელი წლებიც. მთელი სიცოცხლე ქართულ თეატრს ემსახურა და ბოლოს თეატრის გარეთ დატოვეს. მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მონოგრაფიული ნაშრომი, საშუალებას იძლევა თვალი გადავავლოთ ნატო გაბუნიას ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, მის პირად ურთიერთობებს, მე-19 ს-ის 70-90-იანი წლების ქართული თეატრის ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ მასალას. იმ დროს როდესაც, საფუძველი ეყრებოდა მუდმივმოქმედ პროფესიულ თეატრს, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, სხვა მსახიობებთან ერთად, ნატო გაბუნიასაც, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. მის მიერ შესრულებული დაუვიწყარი სახეები: ხანუმა („ხანუმა“), ხორეშანი („მაჭანკალი“),ელისაბედი („ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“), შუშანა („პეპო“) და სხვა მრავალი მთავარი თუ ეპიზოდური როლი დღემდე შემოგვინახა ქართული თეატრის ისტორიამ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინათქმა
  • შემოქმედებითი გზის დასაწყისი
  • პირველი ბენეფისი
  • მრავალსახეობა
  • ნატოს ცხოვრების უკანასკნელი წლები
  • სცენა სოფლის ცხოვრებიდან
  • ფოტოალბომი