კალათა

დეტალურად

იატაკქვეშეთის ჩანაწერები

ფიოდორ დოსტოევსკი

გამომცემლობა ოჩოპინტრე

მთარგმნელი გივი კიკილაშვილი

მცირე პროზა

თარგმანი რუსულიდან

ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებაში „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ საეტაპო ნაწარმოებია. ამ თხზულებამ ბევრად განსაზღვრა მწერლის უკანასკნელი რომანების თემატიკა. იგი გამოირჩევა ყველა სხვა მოთხრობისგან იმით, რომ მკითხველი რაიმე ამბავს კი არ ამოიკითხავს, არამედ ადამიანის სულის სიღრმეში ჩაიხედავს... სიღრმეში, რომელიც თავდაპირველად შემაძრწუნებლად მოგვეჩვენება, ხოლო მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ბევრ საერთოს ვნახავთ და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენც გაგვაჩნია საკუთარი „იატაკქვეშეთი“ - ყველასგან დაფარული და დაგმანული... „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ მინიშნებაა, რომ ყოველი ადამიანი საიდუმლოთა დაფარული ოკეანეა. ბოლომდე გულწრფელი არავისთან, თავის თავთანაც კი არ არის. ამის თაობაზე დიდი მწერალი ჯერ კიდევ რომანში „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი” მიანიშნებდა. ეს თემა კი საგანგებოდ წარმოაჩინა ხსენებული რომანის შექმნიდან სამი წლის თავზე დაწერილ ამ დიდებულ მოთხრობაში. „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ რუსული ეგზისტენციალიზმის უდიდეს წარმომადგენელს - ლ. შესტოვს დოსტოევსკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიაჩნდა, ხოლო თომას მანი ყველაზე დიდი ყურადღების ღირსად მიიჩნევდა მწერლის შემოქმედებაში. ამ ნაწარმოებით აღფრთოვანებას თვით დოსტოევსკის კრიტიკოსებიც ვერ ფარავდნენ. „იატაკქვეშეთის ჩანაწერების“ ქართულად გამოცემით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მშობლიურ ენაზე უკვე თარგმნილია მწერლის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები. ამ მოთხრობის გამოქვეყნება დიდი შენაძენია ქართული საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რომელსაც საშუალება ეძლევა ამიერიდან ქართულ ენაზე გაეცნოს რუსი მწერლის შესანიშნავ პროზაულ ქმნილებას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც უკანასკნელი გამოკითხვით დოსტოევსკი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გავლენიანი მწერლების ათეულში დასახელდა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • იატაკქვეშეთი
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
    • VI
    • VII
    • VIII
    • IX
    • X
    • XI
  • სველი თოვლის თაობაზე
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
    • VI
    • VII
    • VIII
    • IX
    • X
  • სქოლიო