სახელმძღვანელო სერიიდან „მასწავლებლის ბიბლიოთეკა“ საგანგებოდ შეიქმნა პედაგოგიური სპეციალობის სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, პედაგოგიკის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის. მასში განხილულია პედაგოგიკის საკითხები: სწავლება და შეფასება, სასწავლო გარემო, სასკოლო კონფლიქტები, კომუნიკაცია, მოტივაცია, სწავლის და განვითარების თეორიების ძირითადი პრინციპები, კლასის მართვის საკითხები, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ძირითადი ასპექტები.
წიგნი გზამკვლევის ტიპისაა და აგებულია კითხვა-პასუხზე, რაც მკითხველს გაუადვილებს მისთვის საჭირო საკითხის მოძიებას. საკითხები კი განხილულია კონცეპტუალურად და მდიდარია კონკრეტული მაგალითებით.
სახელმძღვანელო მასწავლებლებს დაეხმარება ეფექტურად დაგეგმონ სასწავლო პროცესი, აწარმოონ პორტფოლიო, წარმატებით ჩააბარონ სასერტიფიკაციო გამოცდა, მიაღწიონ წარმატებებს კარიერაში.
სახელმძღვანელო სტუდენტებს დაეხმარება მოემზადონ გამოცდებისთვის, გაეცნონ პედაგოგიკის საკითხების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, მოამზადონ საკურსო და საკონფერენციო თემები.
წიგნზე მუშაობდნენ: მანანა ბოჭორიშვილი, თამარ მოსიაშვილი
- ყდა
- თავფურცელი
- ბენჯამენ ბლუმი.განათლების მიზნების ტაქსონომია
- ალბერტ ბანდურა. სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია
- უზნაძის თეორია და პედაგოგიკა
- კოლბერგის მორალური განვითარების თეორია
- აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია და პედაგოგიკა
- კარლ როჯერსი. ჰუმანისტური ფსიქოლოგია და სწავლა გამოცდილებით
- ჯერომ ბრუნერი. აღმოჩენებით სწავლის თეორია
- დევიდ პერკინსი. განათლების თეორია
- მარია მონტესორი. მონტესორის სკოლა
- ბერას ფრედერიკ სკინერი . ოპერანტული განპირობებულობის თეორია
- ედვარდ ლი თორნდაიკი. დასწავლა ცდისა და შეცდომის მეთოდით
- ლევ ვიგოტსკი. განვითარების სოციალურ-კულტურული თეორია
- ჟან პიაჟე. ინტელექტის განვითარების თეორია
- ჯონ დიუი. პროგრესული განათლება და სწავლა გამოცდილებით
- ჰოვარდ გარდნერი. მრავალმხრივი ინტელექტის თეორია
- საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო
- კლასის მართვის სტილი
- გაკვეთილის დროის მართვა და გაკვეთილის ეტაპები
- საკლასო ორგანიზაციის მოდელები
- ჯგუფური მუშაობა
- ჯგუფური მუშაობის მართვა
- ქცევის წესები
- ქცევის თვითმართვა
- მშობლების ჩართულობა
- ეფექტური კომუნიკაცია
- კონფლიქტების მართვა
- მოსწავლეთა მოტივაცია
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
- სწავლა-სწავლების კონცეფცია და ეროვნული სასწავლო გეგმა
- ტერმინთა განმარტება
- გამოყენებული ლიტერატურა