ფრანგული განმანათლებლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჟან ჟაკ რუსო (1712-1778) აზროვნების ისტორიაში შევიდა როგორც ორიგინალური, მამაცი, მებრძოლი პიროვნება, როგორც თავისი დროის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მწვავე კრიტიკოსი. მისმა იდეებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემდგომ ფილოსოფიაზე, პედაგოგიკაზე, მწერლობაზე, სულიერად მოამზადა საფრანგეთის რევოლუცია. წინამდებარე ნაშრომი რუსომ დაწერა დიჟონის აკადემიის მიერ 1749 წელს გამოცხადებული საკონკურსო თემის პასუხად. კონკურსის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „შეუწყო თუ არა ხელი მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებამ ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებას“. ერთი წლის შემდეგ აკადემიის მიერ დაწესებული პრემია მიეკუთვნა რუსოს შრომას: „მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ“, რომელშიც მან უარყოფითი პასუხი გასცა დასმულ კითხვას. ნაშრომის გამოქვეყნებამ დიდი სახელი მოუხვეჭა რუსოს და დღემდე არ დაუკარგავს შემეცნებითი ღირებულება. ჟან ჟაკ რუსოს „მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ“ პირველი თარგმანია ქართულ ენაზე, შესრულებულია ფრანგული დედნიდან.
- ყდა
- თავფურცელი
- მთარგმნელის წინასიტყვაობა
- მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ
- ავტორის გაფრთხილება
- წინათქმა
- შესავალი
- პირველი ნაწილი
- მეორე ნაწილი
- ქრონოლოგია
- ბიბლიოგრაფია
- სქოლიო