კალათა

დეტალურად

ამ წიგნის შექმნის იდეა ესპანური ლიტერატურის ისტორიულ ლაბირინთებში მოგზაურობის დროს დაიბადა. ჩვენი მიზანია ქართველ მკითხველს გავაცნოთ ის ტექსტები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური კატაკლიზმების გამო გარკვეული პერიოდი თვით ესპანელი მკითხველისთვისაც მიუწვდომელი იყო. ავტორები, რომელთა ინტერვიუების თარგმანსაც გთავაზობთ, კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის, რადგან ქართულ ენაზე მათი მხატვრული ნაწარმოებების არაერთი შესანიშნავი თარგმანი არსებობს. რით არის ესპანელი მწერლების დიალოგები მნიშვნელოვანი ქართველი მკითხველისათვის? - ამ საუბრებში ნათლად იკვეთება ესპანეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მღელვარე ეპოქის სული. აქ თითოეული რესპოდენტი საუბრობს არა მხოლოდ წმინდა ლიტერატურულ საკითხებზე, არამედ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ და ეთიკურ პრობლემაზე. ბუნებრივია, რომ მიგელ დე უნამუნოს, ანტონიო მაჩადოს, რუბენ დარიოს, რამირო დე მაესტუს, ხასინტო ბენავენტეს, პიო ბაროხასა და რამონ დელ ვალიე-ინკლანის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებანი დროის ისტორიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუმცა, მკითხველი თავად დარწმუნდება, რომ მათ აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავთ; დარწმუნდება, რომ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირსების გადარჩენის დილემის წინაშე მდგარი ესპანეთის რეალობა ძალიან ჰგავს ქართულ სინამდვილეს - პოლიტიკური უთანხმოება, სეპარატიზმი, სოციალური განხეთქილება უამრავი პარალელის შესახებ ფიქრისკენ გვიბიძგებს. ამ კრებულის შედგენისას ჩვენი მიზანი იყო არა ერთი კონკრეტული მწერლის თარგმნა, არამედ მთელი თაობის, 98-იანელთა ერთ სააზროვნო სივრცეში თავმოყრა და წარმოდგენა; იმ თაობის საერთო პროფილის შექმნა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა არამხოლოდ ესპანურ მწერლობაში, არამედ ზოგადად, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • დაცემის ტკივილი და ბრწყინვალების ფასი
  • მიგელ დე უნამუნო
    • ჩვეულება, რომელიც მტკიცეა
    • „კომუნიზმი მოდური ავადმყოფობაა“
  • ანტონიო მაჩადო
    • ერთი საათი ძმებ მაჩადოებთან
    • ჩემი ინტერვიუ ანტონიო მაჩადოსთან
  • რუბენ დარიო
    • ბოლო ინტერვიუ
  • რამირო დე მაესტუ
    • სრულფასოვანი ქრისტიანი და ესპანელი
  • ხასინტო ბენავენტე
    • ბატონ ხასინტო ბენავენტეს შეხედულებანი
  • პიო ბაროხა
    • ჩვენთან არის ბატონი პიო
    • ინტერვიუ პიო ბაროხასთან
  • რამონ დელ ვალიე-ინკლანი
    • პოეტის სახლი
    • რომანტიზმის ასი წლისთავის აღსანიშნავად
  • სქოლიო