კალათა

დეტალურად

„ნებისმიერ რამეს შეიძლება დაარქვა მუზა, თუნდაც ბავშვს, რომელიც შენ თვალწინ უცებ ჩაიდენს რაღაცას, რაც შთაგონების წყაროდ იქცევა. შეიძლება ჩიტი აგიფრინდეს ისე უცნაურად, რომ შთაბეჭდილება ლექსად გადმოიღვაროს. ალბათ მუზა სულიწმინდაა, რომელიც ადამიანზე გადმოდის და რაღაცეებს გაწერინებს. იმ დროს, როცა წერ, თითქოს გამტარი ხარ. ზოგჯერ ძნელია, რეალურ ცხოვრებას თვალი გაუსწორო. ადამიანების უმეტესობა დღეს ვირტუალურ სამყაროს იქმნის, კომპიუტერით ბუნებასაც კი აშენებენ, აქეთ კი ბევრი რამ რჩება. ბევრი ადამიანი მოწყდა რეალობას და ფანტომად იქცა. შენ გიწევს ცხოვრება, წერ და კაცმა არ იცის, ვინმე წაიკითხავს თუ არა. თუმცა ცხოვრება ყველა დროშია საინტერესო. ადამიანს ყოველთვის შეუძლია მთავარი თქვას, რისთვისაც დაიბადა. ბავშვობიდან ლოცვასავით ვიმეორებ, ღმერთო, მაქციე იმად, რადაც ჩამიფიქრე-მეთქი. უფალმა ყველას თავისი ფუნქცია დაგვაკისრა.“ ნინო სადღობელაშვილი
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ნიკას ანგელოზები
  • აქეთურები
  • ზაფხული აკაციის ქუჩაზე
  • მარინე
  • ერთი უსახელო
  • დაბრუნება შინ
  • განაგონი
  • ფოსტით გასაგზავნი წერილი
  • მზეგარეთა
  • პაპას ახალი წელი
  • აღსარება
  • წმინდაურა
  • სამძიმარი
  • ბამბაზიის სამოთხე