კალათა

დეტალურად

წიგნის სახელწოდება – „უკვდავების ათინათი“ თამაზ ჭილაძის ერთ-ერთი წერილიდანაა აღებული, ვაჟა-ფშაველას რომ ეძღვნება. შეიძლება ითქვას, სწორედ უკვდავების, მარადიულობის ნიშნით არიან აქ, ერთმანეთის გვერდიგვერდ ის მწერლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართულ ლიტერატურაში. თამაზ ჭილაძე ორიგინალურად, სრულიად განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას, გვიყვება მათ შესახებ. ეს წერილები და ესეები იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში შესული ნაწარმოებები განხილულია, გააზრებულია არაორდინარულად, რაც მასწავლებელს და მოსწავლეს თავისუფალი აზროვნების საშუალებას აძლევს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“
  • ვარდის ფურცლობის ნიშანი
  • „მარტოობა სულისა“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი)
  • წინასწარმეტყველი (ილია ჭავჭავაძე)
  • აკაკი წერეთლის პოეზია
  • უკვდავების ათინათი (ვაჟა-ფშაველა)
  • ალექსანდრე ყაზბეგი
  • დავით კლდიაშვილის მოთხრობა
  • გალაკტიონ ტაბიძე
  • მარადიული სიჭაბუკე (გიორგი ლეონიძე)
  • ტიციან ტაბიძე
  • ანა კალანდაძე
  • ცრემლიანი თვალით (რევაზ ინანიშვილი)
  • კიდევ ერთი ბედნიერი ტანჯული (ოთარ ჭილაძე)