კალათა

დეტალურად

ზურაბ აბაშიძე – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. 1978-1980 წლებში მუშაობდა ატაშედ საბჭოთა კავშირის გენერალურ საკონსულოში ინდოეთში (ქ. ბომბეი), 1984-1988 წლებში კი – საბჭოთა საელჩოს მრჩევლად მადრიდში. 1993-2000 წლებში იყო საქართველოს ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში, ნატოსა და ევროკავშირთან, ხოლო 2000-2004 წლებში – ელჩი რუსეთის ფედერაციაში. ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. ავტორია რიგი პუბლიკაციებისა, აგრეთვე მონოგრაფიებისა: „ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისკენ“ და „ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?“ ასეთი წიგნის დაწერა იოლი საქმეა. მასში აღწერილი მოვლენები და ფაქტები ჩვენ თვალწინ, რაღაც 15-20 წლის წინ ხდებოდა; როგორც იტყვიან, სულ ახლახანს. საკმარისია მოგონებები დაალაგო, შესაბამის ლიტერატურასა და ვებგვერდებში ჩაიხედო, მერე ყველაფერ ამას „მარილი“ და „წიწაკა“ მოაყარო და წიგნიც მზად არის. თუ რა გამოვიდა ამისგან, უკვე მკითხველის შესაფასებელია. 2009 წელს გამოვეცი წიგნი „ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?“, რომელშიც განხილული იყო „ცივი ომის“ ეპოქა. ამჟამად კი საუბარი გვექნება 1990-იან წლებზე. ეს ისტორიის უნიკალური მონაკვეთია. 45-წლიანი „ცივი ომის“ შემდეგ, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. „ცივი ომის“ სიმბოლო – ბერლინის კედელი – დაინგრა. კაცობრიობამ თავი დააღწია დიდ დაპირისპირებას, მაგრამ წარსულის ინერცია და ფსიქოლოგია წლების მანძილზე ახდენდა (და დღემდე ახდენს) გავლენას ახალი, არაკონფრონტაციული მსოფლიოს მშენებლობაზე. ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მწერალმა გიუნტერ გრასმა, სწორედ 1990-იან წლებში თქვა: „ბერლინის კედელი დაინგრა, მაგრამ მისი ჩრდილი კვლავ ეფინება მსოფლიოს“. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში 1990-იანი წლები იმით არის განსაკუთრებული, რომ სწორედ მაშინ აღიდგინა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა. ახალი სახელმწიფოს მშენებლობაც იმ წლებში დაიწყო, მეტად რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქაში. ამ გარემოებების გარდა, 1990-იანი წლები სხვა ფაქტორებითა და მოვლენებითაც იყო უნიკალური უახლეს ისტორიაში. ვცდილობთ, ზოგი რამ მათ შესახებაც მოვუთხროთ მკითხველს. ამ წიგნის ადრესატი უმთავრესად ის თაობაა, რომელიც 1990-იან წლებში, ან უკვე XXI საუკუნეში მოევლინა სამყაროს. წიგნში ნაკლებად ვეხებით იმ პერიოდის საქართველოს, რადგან ამ თემის ირგვლივ დიდძალი ლიტერატურა არსებობს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. ჩვენი ყურადღების საგანია მსოფლიოში და ჩვენ ირგვლივ მომხდარი მთავარი მოვლენები, რომლებიც ქართულ წყაროებში ნაკლებად არის გაშუქებული.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინათქმა
  • საბჭოთა კავშირი გუშინ, დღეს, ხვალ...
  • „ქარიშხალი უდაბნოში“ და ერაყის დაუსრულებელი ტრაგედია
  • გერმანიის გაერთიანება: ძველი ევროპის ახალი სახლი
  • „10 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“
  • იუგოსლავია: ჯოჯოხეთი ტურისტულ სამოთხეში
  • „ისტორიის დასასრული“ თუ კონფრონტაციის ახალი ერა?
  • ჩვენი დროის „გმირი“ - საერთაშორისო ტერორიზმი
  • ახალი და ძველი კონფლიქტები: ხან - წუთი, ხან - საუკუნე...
  • ერთპოლუსიანი მსოფლიო: აშშ და გუნდი მისი
  • კოსოვოს სახიფათო პრეცედენტი
  • რუსული „მატრიოშკის“ სინდრომი
  • ბოლოსიტყვაობა
  • გამოყენებული ლიტერატურა
  • სქოლიო