კალათა

დეტალურად

გურამ რჩეულიშვილის მხატვრული შემოქმედების ღრმად და მთლიანობაში გასააზრებლად მნიშვნელოვანია მისი დღიურები და პირადი ჩანაწერები. ამ შემოქმედების თავისებურებას, მის განსაკუთრებულ ხიბლს სწორედ დღიურისა და მხატვრული გამონაგონის ერთიანობა ქმნის. გურამ რჩეულიშვილის მწერლური ცხოვრება ოთხ წელიწადს მოიცავს - 1956 წლიდან 1960 წლამდე, მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულამდე. ამავე პერიოდში იქმნებოდა დღიურები და ჩანაწერები, როგორც მწერლის სულიერი ბიოგრაფიის ლიტერატურული ანაბეჭდები. მოთხრობებს გურამ რჩეულიშვილი უმეტესად თაბახის ფურცლებზე წერდა, დღიურებს კი - რვეულებში, დიდ და პატარა ბლოკნოტებში და იშვიათად თაბახის ფურცლებზეც. ამ გამოცემაში შენარჩუნებულია მწერლის დის, მარინე რჩეულიშვილის მიერ შემუშავებული დღიურების დასათაურების პრინციპი, იმის მიხედვით, თუ რა წყაროდანაა აღებული თითოეული მათგანი. წინამდებარე კრებულში შესულია ფრაგმენტები თითქმის ყოველი წლის ჩანაწერებიდან და დღიურებიდან. შევეცადეთ, ბოლო ორი წლის (1958-1960) დღიურები კრებულში უცვლელად, დაუნაწევრებლად შეგვეტანა, რათა თავიდან აგვეცილებინა უხეშად ჩარევა მწერლის ღრმა და ექსპრესიულ შემოქმედებით პროცესში, ამ მთლიან და უწყვეტ მდინარებაში, რომელიც ცნობიერების ნაკადის სახით იჭრება მკითხველის გულში და მასთან ერთად მიისწრაფვის სამყაროსეული საიდუმლოს ამოსახსნელად.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • დღიურები თორმეტფურცლიან რვეულებში და ფოტოსურათების უკანა მხარეს
  • ცალკეულ ფურცლებზე დაწერილი დღიურები
  • მცირე ჩანაწერები ცალკეულ ფურცლებზე
  • ისევ მცირე ჩანაწერები თაბახის ფურცლებზე
  • ცალკეულ ფურცლებზე დაწერილი ირინასთან დაკავშირებული დღიურები
  • ჩანაწერები რვეულის ფურცლებზე
  • კვლავ მცირე ჩანაწერები ცალკეულ ფურცლებზე
  • ჩანაწერები დეპეშის ბლანკებზე
  • ჩანაწერები პატარა, ხვეულსამაგრიან ბლოკნოტებში
  • ჩანაწერები დიდ ხვეულსამაგრებიან ბლოკნოტში
  • დღიურები თორმეტფურცლიანი რვეულებიდან
  • ჩანაწერები „იულონზე“ მუშაობის პერიოდში
  • მცირე ჩანაწერები თორმეტფურცლიან რვეულში
  • ჩანაწერები ცალკეულ ფურცლებზე
  • ჩანაწერები ფანქრით ცალკეულ ფურცლებზე
  • ჩანაწერები ერლომ ახვლედიანთან მიწერილი გაუგზავნელი წერილისათვის
  • ზოგიერთი ჩანაწერი, გაკეთებული „ჩემი ლიტერატურული შეხედულებებისათვის“და მისი შექმნის პერიოდში
  • საქართველოს ისტორიის მუზეუმში შემორჩენილი ბლოკნოტიდან
  • ჩანაწერები ხვეულსამაგრიან დიდ ბლოკნოტში
  • გაგრიდან ჩამოტანილი №1 ბლოკნოტიდან
  • ჩანაწერები ვახტანგ ჭელიძესთან
  • ჩანაწერები ტრაგედიისათვის „მედეა“ (?).