თორნიკე შარაშენიძე ამჟამად GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრატურის ხელმძღვანელია. მუშაობდა გაზეთ „რეზონანსისა“ და „24 საათის“ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმომხილველად (1996-2002), ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად (2003-2004), პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში (2005), საქართველოში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად (2006), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მკვლევრად (2007).მე-19 საუკუნის ისტორიამ თავი მოუყარა ყველა დროის უდიდეს დიპლომატებს, მხედართმთავრებსა და მონარქებს, რომელთაც შეცვალეს მსოფლიოს რუკა, შემოიღეს დიპლომატიური ხელოვნების სტანდარტები და საერთაშორისო ურთიერთობათა წესები. „დიპლომატიის ისტორია“ ცოცხალი და საინტერესო ენით გვიამბობს ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ, რომელიც იწყება ნაპოლეონის ომებით და სრულდება გერმანიის გაერთიანებით, რუსულ-თურქული ომითა და ბალკანური კონფლიქტებით. წიგნს შევყავართ გასაოცარი ინტრიგებისა და დიპლომატიური ტრიუკების დაუნდობელ სამყაროში, რომელშიც არ არის ემოციების, პირადი გრძნობების ადგილი და სადაც ყველაფერს სახელმწიფოებრივი ინტერესი განსაზღვრავს.ავტორი უკვე მუშაობს წიგნის გაგრძელებაზე, რომელიც მოიცავს დიპლომატიის ისტორიას პირველი მსოფლიო ომის ეპოქაში.
- ყდა
- თავფურცელი
- თავი 1. ნაპოლეონი - აღზევება
- გენერალი ბონაპარტი 1799 წელს
- კონსულობიდან იმპერატორობამდე
- დიდი გამარჯვებები
- თავი 2. ნაპოლეონი - დაცემა
- პირველი წაფორხილებები
- ლაშქრობა რუსეთზე
- დაცემა
- თავი 3. საუკუნოვანი კონგრესი
- ტალეირანის ცეკვა
- განხეთქილება და საიდუმლო ალიანსი
- ასი დღე და შედეგები
- თავი 4. წმინდა ალიანსი
- მეტერნიხის სამკუთხედი
- აღმოსავლური საკითხი, კანინგი და სამკუთხედის რღვევა
- თავი 5. აღმოსავლური გეოპოლიტიკა და ევროპული რევოლუციები
- სრუტეებზე დიპლომატიურად
- სრუტეებზე ძალის გამოყენებით
- ფრანგული აჩრდილის დაბრუნება
- ყველაზე ახლოს სრუტეებთან
- აღმოსავლური სტატუს-კვო
- თავი 6. 1848
- პირველი გამოსვლები
- კულმინაცია
- იმპერია საპასუხოდ ურტყამს
- დაშვება გერმანულ მიწაზე
- თავი 7. ბონაპარტის დაბრუნება
- რელიგია და პირადი გრძნობები
- სტრატფორდ კანინგის გამბიტი
- ცაიტნოტის ფინალი
- თავი 8. ყირიმის ომი
- დიპლომატია
- ომი და დიპლომატია
- კონგრესი
- შედეგები
- თავი 9. გაერთიანება იტალიურად
- ადგილობრივი ფონი
- შეთქმულები
- ჩათრევა და ჩაყოლა
- გარიბალდის კრუიზი
- საერთაშორისო და ადგილობრივი ფონი
- თავი 10. რკინის კანცლერის დებიუტი
- ბონაპარტი ამერიკაში
- ბისმარკის დანიშვნა
- პოლონური გამოცდა
- თავი 11. გერმანული ომები
- ომი დანიასთან
- „ძმათამკვლელი ომისთვის“ მზადება
- გამარჯვება და ზომიერება
- თავი 12. გაერთიანება გერმანულად
- უსაგნო ვაჭრობა
- ფრანგების მანკიერი წრე
- განხეთქილება
- იმპერიათა ჩანაცვლება
- თავი 13. ევროპული დიპლომატია ახალ რეალობაში
- სამი იმპერატორის ლიგა
- ფრანგული განგაში
- ბალკანეთი ახალ რეალობაში
- კიდევ ერთხელ სრუტეებთან
- ბერლინის კონგრესი
- თავი 14. კოალიციების კოშმარი ცხადში
- პირველი აგურები
- დამატებითი აგურები
- ლიბერალთა განხეთქილება
- დიპლომატიური რევოლუციის მცდელობა
- თავი 15. რკინის კანცლერის ენდშპილი
- საყოველთაო ბულგარული გამოცდა
- განწირული მცდელობები
- გამოცდის ფინალი
- გადადგომა
- ძირითად მოვლენათა ქრონოლოგია (1800-1890)
- სქოლიო