კალათა

დეტალურად

„მსოფლიო კლასიკის“ სერიაში შვეიცარიელი მწერლისა და დრამატურგის მაქს ფრიშის (1911-1991) ორ ყველაზე ცნობილ რომანს გთავაზობთ - რომანებს, რომლებმაც ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა: „HOMO FABER“ (1954) და „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ (1964). „HOMO FABER“ II მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნიკური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარ ცვლილებებზე, ადამიანის ადამიანურ გრძნობებსა და განცდებზე, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოებაზე მოგვითხრობს. რომანში „HOMO FABER“ ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს ოიდიპოსის მითის ვარიაცია: ადამიანი მწარმოებელი, შუა ხნის წარმატებული ინჟინერი მიტოვებულ შვილთან ერთად პოულობს უდიდეს სიყვარულს, უბრუნდება ადამიანური განცდები: სიბრალულის, თანაგრძნობის, გულისხმიერების, მეგობრობის... იცვლება მისი დამოკიდებულება ადამიანებისადმი, მთლიანად გარესამყაროსადმი და ამ ცვლილებებს უკვე ქალიშვილის ტრაგიკული სიკვდილიც კი ვეღარ აფერხებს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პირველი გაჩერება
    • * * *
    • * * *
    • * * *
    • * * *
    • * * *
  • მეორე გაჩერება
    • * * *
  • სქოლიო