კალათა

დეტალურად

რევაზ გაჩეჩილაძე არის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) უცხოელი წევრი. ადრე გამოქვეყნებული შრომებისათვის მიენიჭა მეცნიერებათა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო და გეოგრაფიის დარგში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიები. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი: მუშაობდა ელჩად ისრაელსა და სომხეთის რესპუბლიკაში.„საქართველო მსოფლიო კონტექსტში: XX და XXI საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები“ წარმოადგენს 2008-2011 წლებში ავტორის მიერ გამოცემული ორტომეულის „ჩემი მეოცე საუკუნე: წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის კონტექსტში“ საგრძნობლად გადამუშავებულ და ერთგვარად შეკუმშულ ვარიანტს. ამავე დროს, წინამდებარე წიგნის ქრონოლოგიური ჩარჩო გაფართოებულია და XXI საუკუნის დასაწყისსაც მოიცავს. საქართველო განხილულია მსოფლიო გეოპოლიტიკის, პოლიტიკური და სოციალური ისტორიისა და გეოგრაფიის ფონზე.წიგნი განკუთვნილია ფართო მკითხველისათვის.
  • წინასიტყვაობა
  • შესავალი
    • საქართველოს ცვალებადი პოლიტიკური გეოგრაფია
    • სივრცე-დროითი განზომილება
    • წიგნის მიზნისა და ავტორისეული მიდგომის შესახებ
  • ნაწილი I. მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი
    • თავი 1. XX საუკუნის დასაწყისის მსოფლიო
      • როდის იწყება XX საუკუნე?
      • ახალი საუკუნის დამდეგი
      • სულ რამდენიმე ფერის მქონე მსოფლიო პოლიტიკური რუკა
      • სამეცნიერო-ტექნიკური განვითარება
    • თავი 2. რუსეთის იმპერია საუკუნის დასაწყისში
      • რუსეთის ისტორიული გეოპოლიტიკა
      • რუსეთ-იაპონიის ომი
      • პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები რუსეთში
    • თავი 3. სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური და სოციალური გეოგრაფია იმპერიის უკანასკნელ ათწლეულებში
      • ტოპონიმური პოლიტიკა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
      • მოსახლეობის ეთნიკური სტრუქტურა
      • თბილისის როლი საქართველოს ურბანიზაციაში
      • ეკონომიკური განვითარება და ეთნიკური კაპიტალი
      • ქართული ნაციონალური იდეა
      • სომხური ნაციონალური იდეა
      • Divide et impera!
    • თავი 4. ერთი რკინიგზელის ოჯახი საქართველოს სოციალურ-დემოგრაფიულ ფონზე
    • თავი 5. გარდაუვალობის მოლოდინი?
    • თავი 6. პირველი მსოფლიო ომი
      • საერთაშორისო ვითარება მსოფლიო ომის წინ
      • მსოფლიო ომის დასაწყისი
      • ოსმალეთის იმპერია მსოფლიო ომში
      • მსოფლიო ომის დასასრული
    • თავი 7. პირველი მსოფლიო ომის შედეგები
      • ვინ იყო „ომის გამჩაღებელი“?
      • მსოფლიო ომის პოლიტიკურ-გეოგრაფიული შედეგები
      • „ბალფურის დეკლარაცია“
      • ომი და ტექნოლოგიური ძვრები
      • ომი, ევროპელები და კავკასია
      • მსოფლიო ომი რომ არ მომხდარიყო...
    • თავი 8. სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში
      • ბრესტის ზავი და სამხრეთ კავკასია
      • პოლიტიკური პარტიები
      • პოლიტიკური განვითარება დამოუკიდებლობამდე
      • დამოუკიდებელი სახელმწიფოები სამხრეთ კავკასიაში
      • სახელმწიფო საზღვრების ჩამოყალიბების მცდელობა
      • ეთნოტერიტორიული კონფლიქტები
      • 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება
      • „სომხური საკითხის“ გეოპოლიტიკა
      • მენშევიკური მემკვიდრეობა ისტორიის სამსჯავროზე
      • საქართველოს პირველი რესპუბლიკის დასასრულისათვის
    • თავი 9. „წითლები“ საქართველოში
      • სამოქალაქო ომის ბოლო აკორდები და საერთაშორისო პოლიტიკა
      • საქართველოს გასაბჭოება
      • „შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავიდარაბა“
      • პირველი წლები გასაბჭოების შემდეგ
    • თავი 10. სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური გეოგრაფია გასაბჭოების შემდეგ
      • რეგიონის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული გამიჯვნა
      • სამხრეთ კავკასიის ავტონომიზაცია
      • ფედერალიზაცია, „ნაციონალ-უკლონიზმი“, საბჭოთა კავშირის შექმნა
    • თავი 11. ლენინ-სტალინის ეპოქა
      • ბოლშევიკური რევოლუცია და მარქსიზმის რევიზია
      • სახელმწიფოს მართვის ბოლშევიკური მეთოდები
      • საბჭოეთის სამი საყრდენი
      • ნეპ-ის უდღეური ხანა
      • ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია
      • მასობრივი რეპრესიები
      • პოლიტიკური და კულტურული განვითარების პარადოქსები
      • ქალაქმშენებლობა
      • ლოზუნგები, სახელები, ზნეობა
    • თავი 12. ომთაშორისი პერიოდის ძირითადი ნიშნები
      • თანამედროვე მსოფლიოს ფორმირების დასაწყისი
      • ტოტალიტარული რეჟიმების წარმოშობა
      • „ვერსალის სინდრომის“ როლი ნაციზმის აღზევებაში
      • „მშვიდობისათვის ბრძოლის“ ორი დეკადა
    • თავი 13. მეორე მსოფლიო ომი: უვერტიურა და ფინალი
      • ახალი მსოფლიო ომის პრელუდია
      • მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი
      • „ზამთრის ომი“, ბალტიისა და ბესარაბიის ანექსია
      • დიქტატორების სტრატეგიული გათვლები და დიპლომატიური ფანდები
      • გერმანიის დამარცხების მიზეზები
      • ამერიკის გამოსვლა იზოლაციონიზმიდან და იაპონიის დამარცხება
      • ჰუმანიტარული და დემოგრაფიული კატასტროფა ევროპაში
      • საქართველო მეორე მსოფლიო ომში
    • თავი 14. ომისშემდგომი მსოფლიო
      • სამხედრო დამნაშავენი განსასჯელთა სკამზე
      • პოლიტიკურ-გეოგრაფიული ცვლილებები 1940‑იან წლებში. საბჭოეთის გაფართოება
      • გეოპოლიტიკური ძვრები
      • დანგრეული ეკონომიკის აღდგენის გზები
      • ბირთვული იარაღი, მსოფლიო პოლიტიკა და ქართველები
    • თავი 15. სამხრეთ კავკასია კრემლის გეოპოლიტიკურ გათვლაში
      • ხალხთა დეპორტაცია
      • საბჭოთა-თურქული და საბჭოთა-ირანული ურთიერთობები
      • კრემლის გეოპოლიტიკაში სამხრეთ კავკასიის ხალხების ჩათრევის მცდელობა
    • ნაწილი II. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი
      • თავი 16. დესტალინიზაცია
        • ბრძოლა ძალაუფლებისათვის: ბერიას დაცემა
        • სტალინის მემკვიდრეები: ხრუშჩოვის აღზევება
        • ხრუშჩოვის მოხსენების ექო მსოფლიოსა და საქართველოში
        • საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შეფასების ცდა
        • სტალინი რუსეთში, საქართველოსა და გორში
      • თავი 17. საბჭოეთის სიმწიფის ხანა
        • პოლიტიკური მართვის სისტემა
        • მრავალეროვანი კავშირის გამოწვევები
        • ნომენკლატურა, უძრაობა, კორუფცია
        • საბჭოთა საგარეო პოლიტიკის ნიუანსები
        • საბჭოეთის ეკონომიკური სისტემის შესახებ
        • პროპაგანდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და შემდეგ
      • თავი 18. საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
        • ნოსტალგია და სინამდვილე
        • „პოლიტოლოგიური ანალიზის“ ერთი იმდროინდელი მაგალითი
        • საბჭოთა საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის: მჟავანაძის, შევარდნაძის, პატიაშვილის ეპოქები
        • კომუნიზმი ქართულად
        • კულტურულ-ფსიქოლოგიური და სოციალურ‑ეკონომიკური მემკვიდრეობა: შუქ-ჩრდილები
      • თავი 19. ცივი ომის არსისათვის
        • ტრუმენი, კენანი, ჩერჩილი vs სტალინი
        • სამხედრო ბლოკები
      • თავი 20. ცხელი ომები ცივი ომის დროს
        • მეოცე საუკუნის ომების თავისებურებათა შესახებ
        • ომი კორეის ნახევარკუნძულზე
        • ცხელი ომი ვიეტნამში
        • 1973 წელი: ჩილეს ხუნტა, იომ-ქიფურის ომი, ნავთობის „ფასების რევოლუცია“ და სხვა
        • 1979 წელი: ისლამური რევოლუცია თეირანში, რუსული ტანკები ქაბულში და სხვა
        • ცივი ომის დასასრულისაკენ: რონალდ რეიგანი - ამერიკის პრეზიდენტი
      • თავი 21. ცივი ომის დროინდელი შეჯიბრებები
        • შეჯიბრება კოსმოსში
        • შეჯიბრება სპორტულ სარბიელზე
        • შეჯიბრება კულტურის სფეროში - მიკროფონთან და პოდიუმზე
      • თავი 22. რუსული მოდელის „კომუნისტური ექსპერიმენტის“ დასასრულისაკენ
        • „კომუნისტური ექსპერიმენტის“ შესახებ
        • გერონტოკრატია
        • პროგნოზები და რეალობა
      • თავი 23. საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზები
        • სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები
        • საგარეო-პოლიტიკური ფაქტორები
        • შიდაპოლიტიკური და იდეოლოგიური ფაქტორები
        • სუბიექტური ფაქტორები და შემთხვევითობა
      • თავი 24. საბჭოთა კავშირის დაშლის პოლიტიკური გეოგრაფია
        • ბალტიური ერთსულოვნება, შუააზიური კონფორმიზმი, კავკასიური განხეთქილება
        • კავკასიური განხეთქილების მაგალითი: კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო
      • ნაწილი III. დამოუკიდებლობის პირველი ათწლეულები და მსოფლიო ჩვენ ირგვლივ
        • თავი 25. საქართველოს „მესამე რესპუბლიკა“
          • რესპუბლიკების ნუმერაციის პრობლემა
          • პირველი არაკომუნისტური ხელისუფლება საქართველოში
          • „მესამე რესპუბლიკა“: ცოტა პლუსი, ბევრი მინუსი
          • ქართული ნაციონალიზმი და ზვიადიზმი
        • თავი 26. დამოუკიდებლობის არცთუ კარგი დასაწყისი
          • „ხუნტის“ პოლიტიკა
          • როგორ იწყებოდა „გვიანი შევარდნაძის ეპოქა“
          • ომი ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში
          • პირველი გასროლა
          • ბოლო გასროლა
        • თავი 27. საქართველო 1990-იან წლებში
          • სოციალურ-ეკონომიკური ვითარება
          • შიდაპოლიტიკური ვითარება
          • თბილისი ახალი გარდატეხის საწყის ეტაპზე
        • თავი 28. საქართველო XXI საუკუნის დასაწყისში
          • „გვიანი შევარდნაძის“ ეპოქის დასასრული
          • ვარდები და ეკლები: 2003-2012 წლები
          • 2008 წლის კატასტროფა
          • 2012 წელი: ნორმალური პოლიტიკური პროცესის დასაწყისი?
        • თავი 29. საქართველოს უპირველესი საფრთხე - გამწვავებული დემოგრაფია
          • მოსახლეობის დინამიკა XX საუკუნის საქართველოში
          • მოსახლეობის დინამიკის ტენდენციები დამოუკიდებელ საქართველოში
          • გარე მიგრაციების შედეგები
          • ეთნიკური უმცირესობები
          • დემოგრაფიული გამოწვევები
        • თავი 30. ორი დამოუკიდებლობის შედარების ცდა
          • მსგავსება და სხვაობა
          • დამოუკიდებლობისწინა ვითარების შედარება
          • ეკონომიკური ვითარების შედარება
          • საგარეო-პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შედარება
          • შიდა პოლიტიკური და სოციალური ვითარების შედარება
          • გაკვეთილი მომავლისათვის?
        • თავი 31. საქართველოს სამეზობლო
          • ჩვენი მეზობელი რუსეთი
          • ჩვენი მეზობელი თურქეთი
          • ჩვენი მეზობლები - სომხეთი და აზერბაიჯანი
        • თავი 32. ცოტა მოშორებით მყოფი დანარჩენი მსოფლიო
          • ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე
          • ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე
          • სამომხმარებლო საზოგადოების განვითარება
          • ევროპა გაერთიანებას იწყებს, მაგრამ ვერ ამთავრებს
          • ნატო ფუნქციის ძიებაში და საქართველო
          • უნიპოლარიზმის ტვირთი ამერიკისათვის
          • ახლო აღმოსავლეთი თავისი პოლიტიკური პრობლემებითურთ
        • თავი 33 . ორიოდე კითხვა დასკვნის მაგივრად
          • რა მომავალი აქვს დემოკრატიას საქართველოში?
          • რას გაიხსენებს შთამომავლობა?
          • რა როლს ასრულებს კლიო?
        • გამოყენებული ლიტერატურის სია
        • შემოკლებები
        • სქოლიო