ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი თუკიდიდე (ძვ.წ. 460-396) იყო თანამედროვე და მონაწილე პელოპონესის ომისა. ამ ომის სარწმუნო აღწერილობა და ღრმა ანალიზია მოცემული ნაშრომში, რომელიც ავტორის გარდაცვალების მერე გამოქვეყნდა.
სამხედრო საქმით დაინტერესებულ პირთათვის უაღრესად მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებათა აღწერილობა. მკითხველთა ფართო წრეს საგანგებოდ გაიტაცებს პოლიტიკური სიტუაციების თუკიდიდესეული ანალიზი, რომელიც თავისი სიღრმით ძველი სამყაროს პოლიტიკური ფილოსოფიის საუკეთესო ნიმუშების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ.
ავტორი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს როგორც ძველი დროის, ასევე მის თანამედროვე მოღვაწეთა დახასიათებას. სხვადასხვა საშუალებით - ორატორული ხელოვნების ნიმუშებით, დიდი თუ პატარა საქმეების აღწერით და ავტორისეული კომენტარით იგი ქმნის მთავარი მოქმედი პირების ისეთ პორტრეტებს, რომლებიც გამომსახველობის ძალით არ ჩამოუვარდება მხატვრულ სახეებს.
- ყდა
- თავფურცელი
- მთარგმნელის წინასიტყვაობა
- პირველი წიგნი
- მეორე წიგნი
- მესამე წიგნი
- მეოთხე წიგნი
- მეხუთე წიგნი
- მეექვსე წიგნი
- მეშვიდე წიგნი
- მერვე წიგნი