კალათა

დეტალურად

1878 წლის 15 მარტს გრენვილის ქუჩაზე, პარიზში ჩადენილია სასტიკი მკვლელობა. მოკლულია ლორდი ლიტლბი, მისი ორი შვილი და შვიდი მსახური. დამნაშავეს სახლიდან არაფერი წაუღია, გარდა შივას პატარა სკულპტურისა და ნაქარგი ხელსახოცისა. რამდენიმე დღეში შივას ქანდაკებას სენის ფსკერზე იპოვიან. როგორც ჩანს, მთელი საიდუმლო ამ ნაქარგ ხელსახოცში იმალება... კომისარი გოში იწყებს ამ საქმის გამოძიებას, რომლის კვალს ხომალდ „ლევიათანზე“ მიჰყავს, სადაც გამჭრიახი ერასტ ფანდორინიც მგზავრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტება დაუსჯელი არ დარჩება... ბორის აკუნინი არც ამჯერად ღალატობს თავის პოსტმოდერნულ ხერხს - ლიტერატურული ალუზიებით თამაშის სტილს: წიგნის პირველსავე თავში წარმოდგენილია გაზეთ „რევიუ პარიზიენის“ სტატია, რომლის ავტორს ჰქვია „ჟ. დიუ რუა“, რამაც უნდა გაგვახენოს უნიჭო ავანტურისტი ჟორჟ დიურუა, მთავარი გმირი გი დე მოპასანის რომანიდან „ლამაზი მეგობარი“. ბორის აკუნინის რომანების სერიის: „ერასტ ფანდორინის თავგადასავლების“ მესამე რომანი „ლევიათანი“ (ჰერმეტული დეტექტივი), რომელიც 2006 წელს ავტორის ნებართვით თარგმნა მიხო მოსულიშვილმა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პირველი ნაწილი. პორტ-საიდი – ადენი
    • კომისარი გოში
    • რეჯინალდ მილფორდ-სტოუკსი
    • რენატა კლებერი
    • კლარისა სტამპი
    • გინტარო აონო
  • მეორე ნაწილი. ადენი – ბომბეი
    • გინტარო აონო
    • კლარისა სტამპი
    • რეჯინალდ მილფორდ-სტოუკსი
    • რენატა კლებერი
    • კომისარი გოში
  • მესამე ნაწილი. ბომბეი – პოლკსის სრუტე
    • გინტარო აონო
    • კომისარი გოში
    • რენატა კლებერი
    • კლარისა სტამპი
    • რეჯინალდ მილფორდ-სტოუკსი