რომანის მთავარი გმირი, ერასტ ფანდორინი სულ რაღაც 20 წლისაა, თუმცა უშიშარი, წარმატებული და კეთილშობილი ახალგაზრდის სახელი აქვს. პოლიციის განყოფილების გადამწერს მოსვენებას არ აძლევს გამომძიებლური ნიჭი და ხშირად ჩაუღრმავდება ხოლმე ქაღალდებში ამოკითხულ, სხვადასხვა ჩახლართულ საქმეებს. მის ყურადღებას იპყრობს ახალგაზრდა, საკმაოდ შეძლებული სტუდენტის უცნაური თვითმკვლელობის საქმე, რომლის გამოძიებაც დიდი და გავლენიანი იატაკქვეშა ორგანიზაციის კარამდე მიიყვანს. გამოძიების პროცესში მთავარ გმირს მოუწევს საშიშ და ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, ბევრჯერ დადგება მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ, იპოვის და სამუდამოდ დაკარგავს სიყვარულს...
ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილის) კონსპიროლოგიური დეტექტივი „აზაზელი“, რომელიც დაწერილია 1998 წელს, ავტორის ნებართვით 2002 წელს ქართულად თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, თავდაპირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკრის“ 2003 წლის №3-8 ნომრებში, 2004 წელს წიგნად გამოსცა გამომცემლობა „არეტემ“, ხოლო 2013 წელს ტექსტის კიდევ ერთი რედაქცია გაკეთდა და სწორედ ამ საბოლოო ვარიანტს ვთავაზობთ მკითხველს.
- ყდა
- თავფურცელი
- პირველი თავი, რომელშიც აღწერილია ერთი ცინიკური გამოხდომა
- მეორე თავი, რომელშიც ლაპარაკის გარდა არაფერია
- მესამე თავი, რომელშიც გამოჩნდება „ცელში მოხრილი შტუდენტი“
- მეოთხე თავი, რომელიც სილამაზის დამღუპველ ძალაზე გვიამბობს
- მეხუთე თავი, სადაც გმირს სერიოზული უსიამოვნებები ჩასდარაჯებიან
- მეექვსე თავი, სადაც გამოჩნდება მერმისის კაცი
- მეშვიდე თავი, რომელშიც მტკიცდება, რომ პედაგოგიკა მეცნიერებებიდან უმთავრესია
- მერვე თავი, სადაც უადგილოდ გამოხტება ყვავის ვალეტი
- მეცხრე თავი, სადაც ფანდორინს კარგი სანახები ეხსნება კარიერისთვის
- მეათე თავი, რომელშიც ფიგურირებს ცისფერი პორტფელი
- მეთერთმეტე თავი, რომელშიც აღწერილია ძალიან გრძელი ღამე
- მეთორმეტე თავი, რომელშიც გმირი გაიგებს, რომ თავის გარშემო შარავანდედი აქვს
- მეცამეტე თავი, რომელშიც აღწერილია 25 ივნისს მომხდარი მოვლენები
- მეთოთხმეტე თავი, რომელშიც თხრობა სულ სხვა მხარეს შეტრიალდება
- მეთხუთმეტე თავი, რომელშიც მეტად სარწმუნოდ მტკიცდება სწორი სუნთქვის აუცილებლობა
- მეთექვსმეტე თავი, რომელშიც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ელექტრობას
- ბოლო თავი, რომელშიც გმირი ემშვიდობება ყრმობას
- ბოლოთქმის მაგიერ: HONOR PRIMUM, ALIA DEINDE - ინტერვიუ ბორის აკუნინთან, ანუ გრიგოლ შალვას ძე ჩხარტიშვილთან