ნაშრომში წარმოდგენილია კოლხეთისა და პონტოს სამეფოს, აგრეთვე რომაულ-ბიზანტიურ სამყაროსთან დასავლეთ საქართველოს მრავალმხრივ ურთიერთობათა პერიპეტიები. განხილულია კოლხეთისა და პონტოს სამეფოს პოლიტიკურ ურთიერთობათა გენეზისი, მითრიდატე ევპატორის აგრესია კოლხეთში, ამ აქციისადმი კოლხთა რეაგირების საკითხები; ნაჩვენებია რომისა და ბიზანტიის პონტო-კავკასიის თავდაცვითი სისტემების ფორმირების ეტაპები, მისი ხასიათი და დანიშნულება, კოლხეთის რომაული და ადგილობრივი დასახლებების სტატუსი, კოლხეთში რომაულ-ბიზანტიური ნაწარმის გავრცელების გზები და ქრონოლოგიური ჯგუფები, კოლხეთის როლი და მნიშვნელობა რომაულ-ბიზანტიური სამყაროს სისტემაში. წიგნი განკუთვნილია მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ძველი ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.
- ყდა
- თავფურცელი
- შესავალი
- I. კოლხეთი და პონტოს სამეფო
- 1. პონტოს სამეფოსა და კოლხეთის ურთიერთობა ძვ.წ. II ს-ის 90-20 წწ-ში
- 2. მითრიდატე ევპატორის აგრესია კოლხეთში
- 3. კოლხეთი მითრიდატე ევპატორის სამეფოს სისტემაში
- 4. პოლემონიდების სამეფო და კოლხეთი
- II. რომი და კოლხეთი
- 1. რომაული სამხედრო შენაერთები კოლხეთში
- 2. კოლხეთის ზღვისპირეთის რომაული გარნიზონების ეთნიკური ატრიბუციისათვის
- 3. ლეგიონერის სტელა სებასტოპოლისიდან
- 4. კოლხეთის ზღვისპირეთის რომაული გამაგრების სისტემა
- 5. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის კოლხური და რომაული დასახლებების სტატუსი
- 6. რომაული ნაწარმი კოლხეთში
- 7. ოქროს და ვერცხლის „ფალერები“ კოლხეთიდან
- 8. სერაპისის ქანდაკება გონიო-აფსაროსიდან
- 9. რომანიზაცია და კოლხეთის კულტურული მემკვიდრეობა
- III. კოლხეთი ბიზანტიური სამყაროს სისტემაში (V-VI სს.)
- განმარტებითი ლექსიკონი
- ქრონოლოგიური ნუსხა
- პონტოს მეფეები
- რომისა და ბიზანტიის იმპერატორები
- ძირითადი ლიტერატურა
- შემოკლებათა განმარტება
- ილუსტრაციები