რომანი „თემო“ პირდაპირი გაგრძელებაა რომანისა „ნუ განსჯი...“ ტრაგიკული წარსულის მქონე, ახალგაზრდა, განათლებული ვაჟი, ძველი სიყვარულის მოგონებებით და დანაშაულის გრძნობით ცხოვრობს. მაგრამ ბედნიერმა შემთხვევამ შეახვედრა ქალიშვილთან, რომელმაც თავისი მსგავსებით მის პირველ შეყვარებულთან შოკში ჩააგდო და ახალ, ძლიერ სიყვარულს აზიარა.რომანის დასაწყისში არის პატარა ნაწყვეტი, სადაც აღწერილია მრავალი წლის წინანდელი ამბავი, როგორ გადაარჩინა სიკვდილს ცნობილმა ექიმმა, ქირურგმა, ბატონმა გუგა კუზანოვმა უკიდურესად მძიმე ავადმყოფი, ახალი გათხოვილი ქალი. ეს ქალი მე გახლდით და ამ პატარა ნაწყვეტით მინდოდა პატივი მიმეგო უდიდესი პიროვნების, ბრწყინვალე სპეციალისტის და არაჩვეულებრივად კეთილშობილი ადამიანის, ბატონი გუგა კუზანოვის ხსოვნისადმი. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მისი მსგავსი, ფართო სპექტრის დიდი პროფესიონალი ექიმი აღარ შემხვედრია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
- ყდა
- თავფურცელი
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIII
- XIV
- XV
- XVI
- XVII
- XVIII
- XIX