ნაშრომი მოიცავს არაბთა ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს წინაისლამური ეპოქიდან XV საუკუნის ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ისლამის გავრცელება, არაბთა დიდი დაპყრობები, უმაიანთა და აბასიანთა სახალიფოები, არაბები და საქართველო, არაბულ-ისლამური ცივილიზაცია. სათანადოდაა წარმოდგენილი სხვადასხვა დროს აღმოცენებული ისლამური სახელმწიფოების (ფატიმიანები, აიუბიანთა და მამლუქთა სასულთნო, უმაიანთა საამირო და სახალიფო ესპანეთში) ისტორია. წიგნს თან ერთვის ძირითადი წყაროებისა და სპეციალური ლიტერატურის ვრცელი სია, რაც აადვილებს ამა თუ იმ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას.„არაბთა ისტორია (V-XV სს.)“ განკუთვნილია სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია არაბთა შუა საუკუნეების ისტორიით.
- ყდა
- თავფურცელი
- ავტორის წინასიტყვაობა
- შესავალ ი
- თავი I . არაბები ისლამის წარმოშობის წინ
- 1. არაბთა სამშობლო - არაბეთის ნახევარკუნძული და ისლამამდელი არაბული ტომები
- 2. ევროპელ მოგზაურთა და მეცნიერთა წვლილი არაბეთის ნახევარკუნძულის შესწავლაში, სამხრეთ არაბეთის ისლამამდელი ცივილიზაცია
- 3. არაბული ტომები არაბეთის ნახევარკუნძულს გარეთ (ნაბატიანთა, პალმირას, ღასანიანთა, ლახმიანთა სამეფოები)
- თავი II . მექის ადგილი ჯაჰილიის პერიოდის არაბთა ცხოვრებაში და ახალი მონოთეისტური რელიგიის - ისლამის წარმოქმნა
- 1. მექის გვაროვნული არისტოკრატია და მუჰამედის სამოციქულო მისია
- 2. მუჰამედის მოღვაწეობა მედინაში და პირველი ისლამური სახელმწიფოს წარმოქმნა
- თავი III . მართლმორწმუნე ხალიფები და არაბთა დიდი დაპყრობები (632-661)
- 1. ისლამის განმტკიცება არაბეთის ნახევარკუნძულზე. ირანის , სირია-პალესტინის და ეგვიპტის დაპყრობა
- 2. სახალიფო ‘უსმანისა და ‘ალის ხალიფობის პერიოდში, პირველი სამოქალაქო ომი და მისი შედეგები
- თავი IV . უმაიანთა სახალიფო (661-750)
- 1. არაბთა სახელმწიფო სამოქალაქო ომის შემდეგ და უმაიანთა დინასტიის აღზევება
- 2. არაბთა ახალი დაპყრობები (VII ს. მეორე ნახევარი - VIII ს. 30-ანი წლები)
- 3. უმაიანთა სახალიფოს პოლიტიკური სისტემა, მისი დასუსტების და დაცემის მიზეზები
- 4. უმაიანთა სახალიფოს სამეურნეო ცხოვრება, მეცნიერება და კულტურა
- თავი V . ‘აბასიანთა სახალიფო (750-1258)
- 1. ‘აბასიანთა პირველი ხალიფების საშინაო და საგარეო პოლიტიკა
- 2. მონობის ინსტიტუტი სახალიფოში და ზინჯების აჯანყება, კარმატების სახელმწიფო
- 3. ‘აბასიანთა სახალიფოს მმართველობის სისტემა
- 4. მიწათსარგებლობა და ფისკალური სისტემა
- 5. სოფლის მეურნეობა, საქალაქო ცხოვრება, ხელოსნობა და ვაჭრობა
- 6. რელიგიურ უმცირესობათა სტატუსი ‘აბასიანთა სახალიფოში
- თავი VI . ‘აბასიანთა სახალიფოს დაშლა და მისი შედეგები
- 1. ნახევრად დამოუკიდებელი საფეოდალოების წარმოქმნა
- 2. ‘აბასიანთა სახალიფო ბუვაიჰიანთა და სელჩუკთა ბატონობის პერიოდში
- 3. თბილისიის საამირო და არაბთა ბატონობის დასასრული საქართველოში
- 4. მონღოლთა ექსპანსია და ‘აბასიანთა სახალიფოს დაცემა
- თავი VII. ‘ აბასიანთა ეპოქა და არაბულ-ისლამური ცივილიზაცია
- 1. განათლება და მეცნიერება
- 2. არაბული ლიტერატურა
- 3. ბაღდადი - შუა საუკუნეების ისლამური კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
- თავი VIII . ისლამი, შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთის იდეოლოგია
- 1. ისლამის საფუძველი - ყურანი და სუნნა, შარი‘ათი
- 2. ისლამური დოგმატიკა, მუსლიმის უფლება-მოვალეობანი, რიტუალი
- 3. ოჯახი და ქალის სტატუსი ისლამურ საზოგადოებაში, ეთიკური ნორმები, ჰიჯრის კალენდარი და ისლამური დღესასწაულები
- 4. მაზჰაბები
- 5. შიიზმი და ხარიჯიტობა, სექტები
- თავი IX . ფატიმიანთა სახელმწიფო არაბულ მაღრიბსა და გვიპტეში (910-1171)
- 1. ფატიმიანთა სახელმწიფოს წარმოქმნა არაბულ მაღრიბში
- 2. ფატიმიანთა სახალიფო ეგვიპტეში
- 3. ფატიმიანთა სახალიფოს პოლიტიკური სისტემა, სამეურნეო ცხოვრება, მეცნიერება
- თავი X . წინა აზიის არაბული ქვეყნები XI-XII საუკუნეებში
- 1. სირია-პალესტინა თურქ-სელჩუკებისა და ჯვაროსნების ექსპანსიის პერიოდში
- 2. ზანქიანთა და აიუბიანთა სახელმწიფო, სალაჰ ად-დინი და ჯვაროსნები
- 3. აიუბიანთა სასულთნო სალაჰ ად-დინის მემკვიდრეების დროს
- თავი XI. მამლუქთა სახელმწიფო ეგვიპტესა და სირიაში
- 1. ბაჰრელი (1250-1390) და ბურჯელი (1390-1517) მამლუქები
- 2. მამლუქთა სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური სისტემა და სამეურნეო ცხოვრება
- 3. მამლუქთა სახელმწიფოს ადგილი არაბთა ისტორიაში ( მეცნიერება, კულტურა)
- თავი XII . არაბები ესპანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში
- 1. ესპანეთის უმაიანთა საამირო (756-929)
- 2. უმაიანთა სახალიფო ესპანეთში (929-1031)
- 3. მუსლიმური ესპანეთი და არაბული მაღრიბი XI-XV საუკუნეებში (გრენადის სასულთნო და რეკონკისტა)
- ძირითადი წყაროები და ლიტერატურა არაბთა ისტორიაში
- დამატებითი ლიტერატურა არაბები და საქართველო
- სქოლიო