კალათა

დეტალურად

ალბერტ შპეერი (1905-1981) - რაიხის დედაქალაქის შენობა-ნაგებობათა გენერალური ინსპექტორი, მესამე რაიხის შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრი ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის პირთა რიცხვში შედიოდა. საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა ნიურნბერგში მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1969 წელს გამოსული ალბერტ შპეერის ეს წიგნი მსოფლიო სენსაციად იქცა. წიგნი სამართლიანად ითვლება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე პოპულარულ წიგნად და მესამე რაიხის თემაზე დაწერილი მემუარული ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად. ეს წიგნი წარმოადგენს იმ ადამიანის ცხოვრებისეულ აღსარებას, რომელმაც 12 წელი გაატარა ჰიტლერის გვერდით - არაორდინალურ და წინააღმდეგობებით აღსავსე ვითარებებში. ალბერტ შპეერი - მსოფლიოს დედაქალაქ „გერმანიის“ (ასე უწოდებდნენ მაშინ ბერლინს) არქიტექტორი, ჰიტლერის ღამის ქეიფების დამსწრე და გამზიარებელი, ტექნოკრატი, შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის გასაოცარი ორგანიზატორი, ბოლოს კი, ყველასათვის მოულოდნელად, - ჰიტლერის მოწინააღმდეგე. შპეერის მოგონებებში ჩანს მესამე რაიხის რეჟიმის ინტიმური დეტალების ღრმა ცოდნა, რაც ნიღაბს ხდის ამ რეჟიმის გამხრწნელ მორალს და დანაშაულებრივ ენერგეტიკას.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ავტორის შესახებ
  • წიგნის შესახებ
  • წინასიტყვაობა
  • წარმომავლობა და ახალგაზრდობა
  • პროფესია და მოწოდება
  • გეზის შეცვლა
  • ჩემი კატალიზატორი
  • არქიტექტურული მეგალომანია
  • არქიტექტურული მეგალომანია (გაგრძელება)
  • ყველაზე დიდი შეკვეთა
  • ობერზალცბერგი
  • რაიხის ახალი კანცელარია
  • დაღმასვლის დასაწყისი
  • გადამეტებული ზომები
  • ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა
  • ჰიტლერი - უმაღლესი მთავარსარდალი
  • ინტრიგები
  • ჰიტლერი 1943 წლის შემოდგომაზე
  • გასამართლება
  • ჰიტლერის ულტიმატუმი
  • განადგურება
  • სქოლიო