ცნობილი თურქი მწერალი ოია ბაიდარი (1940) დაიბადა სტამბოლში. სწავლობდა ფრანგულ ლიცეუმში. იქვე დაწერა თავისი პირველი ღომანი „ალაჰმა ბავშვები დაივიწყა“, რომელიც ფრანსუაზა საგანის გავლენას განიცდიდა. ლიცეუმის შემდეგ დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს გაზეთებისთვის წერდა სტატიებს. თორმეტი წელი გაატარა ემიგრაციაში გერმანიაში.
1992 წელს სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურ სამწერლო მოღვაწეობას შეუდგა. მისმა რომანებმა არა ერთი ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა.
„დაბრუნება“ - ეს დაბრუნების ისტორიაა. არა გამარჯვებით, არამედ მარცხით გამოწვეული, სევდიანი, ოღროჩოღრო გზებით დაბრუნებისა, შენი, ჩემი, ყველა ჩვენგანის დაბრუნებისა. მარცხგანცდილი ჯარის დაღლილი, შეწუხებული რიგითების დაბრუნებისა, მოკრძალებული იმედები რომ ჰქონდათ.
სად ბრუნდებითო, არ მკითხო.
ერთ ქვეყანაში, ერთ ქალაქში, ბავშვობისდროინდელ განათებულ ქუჩებში, შუა გზაზე მიტოვებულ სიყვარულთან, რწმენასთან, რომელსაც სიცოცხლე შევწირეთ, გამარჯვების სიმღერებთან, რევოლუციის ბაირაღებთან, საკუთარ თავთან, ცხოვრებასთან ანგარიშის გასასწორებლად...
ეს არის ამბავი იმის შესახებ, რომ დასაბრუნებელი ადგილი არ არსებობს, არავინ ვარსებობთ. არარსებულში დაბრუნების ისტორიაა.
- ყდა
- თავფურცელი
- დაბრუნება
- დამატებითი დრო
- ეილულთან გამოთხოვება
- გოგონები ხოხბის ქუჩიდან
- შეხვედრა
- ზომბები
- გზებზე
- მკვდარი მთვარეების სასაფლაო
- „ინტერნაციონალი“ დამწვრის სიმღერად იქცა?
- ქალაქის გახსენება
- მომწვანო ლურჯი ყურე
- განთიადამდე
- დაგვიანებული მებაღე
- სქოლიო