ირლანდიელი მწერლის ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“ მთელ მსოფლიოში პოპულარული წიგნია. მასში ოსტატურადაა შერწყმული სათავგადასავლო ჟანრი და სატირა. მთავარი გმირი, ქირურგი ლემუელ გულივერი მოგზაურობს ფანტასტიკურ, არარსებულ ქვეყნებში, რომლებიც მწერალმა იმისათვის გამოიგონა, რომ თავისი დროის ინგლისის კოლონიური რეჟიმი, სამეფო კარი, საზოგადოება და პოლიტიკური სიტუაცია ცენზურისთვის შეუმჩნევლად გაეკრიტიკებინა. წიგნის საინტერესო სიუჟეტი, ლაღი თხრობა, შეფარული ირონია პერსონაჟების, მათ შორის მთავარი გმირის მიმართაც, ყველა თაობის მკითხველზე დაუვიწყარ შთბეჭდილებას ახდენს. წიგნი გამოდის სერიით „მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის“.
- ყდა
- თავფურცელი
- ნაწილი I. მოგზაურობა ლილიპუტების ქვეყანაში
- ნაწილი II. მოგზაურობა ბრობდიბგნაგში
- ნაწილი III. მოგზაურობა ლაპუტაში, ბალნიბარბიში, ლაგნეგში, გლუბდაბდრიბასა და იაპონიაში
- გამომცემლის მიმართვა მკითხველისადმი
- კაპიტან გულივერის წერილი თავისი ბიძაშვილის – სიმპსონისადმი
- სქოლიო