კალათა

დეტალურად

პარაბოლა (ძველი ბერძნულიდან παραβολή (parabole) - შედარება, შეპირისპირება, მსგავსება, დაახლოება) არის ალეგორიულად გადმოცემული პატარა, დიდაქტიკური ამბავი. აქვს თხრობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც თითქოსდა მრუდზე (პარაბოლაზე) მოძრაობს: დაშორებული საგნებიდან დაწყებული თხრობა თანდათან უახლოვდება მთავარ თემას, მერე კი ისევ დასაწყისს უბრუნდება. მაგალითად, იგავი ძე შეცდომილზე სახარებიდან. მათემატიკაში პარაბოლა ეწოდება სიბრტყის იმ წერტილთა სიმრავლეს, რომლებიც ტოლი მანძილითაა დაშორებული მოცემული წერტილიდან (პარაბოლის ფოკუსიდან) და მოცემული წრფიდან (პარაბოლის დირექტრისიდან). პარაბოლას აქვს სიმეტრიის ღერძი, რომელიც გადის ფოკუსში და დირექტრისის პერპენდიკულარულად. სხივების კონა, რომლებიც პარალელურია პარაბოლის ღერძისა, იკრიბება მის ფოკუსში და პირიქით, ფოკუსში მყოფი წყაროდან გამოსული შუქი გამოჩნდება პარაბოლის ღერძის პარალელური სხივთა კონებით. ჰოდა, გაეცანით მიხო მოსულიშვილის მიერ პარაბოლური ხერხებით შექმნილ ცხრამეტ ესეის: წიგნზე, როგორც სამყაროზე, ჯემალ ქარჩხაძის რომანზე „განზომილება“, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხეზე“, გურამ დოჩანაშვილის გამოგონილ სიტყვაზე, თამარ ბურდულის ლექსზე, ნუგზარ შატაიძის „პურის მოთხრობაზე“, ზურაბ კანდელაკის რადიოთეატრზე, ეთერ თათარაიძის ჩიტებზე, ანდრო ენუქიძის სპექტაკლზე „მოხუცი მანდილოსნის ვიზიტი“ (ფრიდრიხ დიურენმატის პიესის მიხედვით), გოგი წერეთლის იუსტრაციებზე, დავით სარაჯიშვილის ქველმოქმედებაზე, ესმა ონიანის უჩვეულო ლექსებზე და ნახატებზე, ქართველთა მასობრივ სიმბოლოზე, შორეულ-ახლობელ ოთარ ჭილაძეზე, ილია ჭავჭავაძის „ბაზალეთის ტბაზე“, ხვარამზეს მადლიან ლექსებზე, ტატა თვალჭრელიძის მიერ ნასწავლ მართალ კინოზე, ძველეგვიპტელი პოეტისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების შინაგან კავშირზე და ქართული პოეზიის ორ გზაზე (აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა).
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ანოტაცია
  • კვანტური გენეტიკა, ანუ უსივრცო და უდროო წიგნი
  • გაქვავებული ქალაქის პარაბოლა
  • ჯვარ-ხიანი წიგნის პარაბოლა
  • ექვსი დიდბატონის პარაბოლა, ანუ „სადღაცასმაინცცოტათიოდნავთითქოსდაიქნებ“
  • ჭვავის ყანების მახლობლად...
  • „პურის მოთხრობის“ პარაბოლა
  • თეატრი სივრცეში
  • ცასწავალა ჩიტის პარაბოლა
  • გიულენური მისტერია
  • ოცნება, ნახაზი საგანთა უარით
  • რეკვიემი დავით სარაჯიშვილის სულის მოსახსენებლად
  • ნამდვილობის ხეივანი, ანუ ალბომი, რომელიც მეფეებთანაც კი თავისუფლად დააგვიანებს
  • უფლის აგარაკი
  • დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად ახლობელი...
  • ტბის, ლექსისა და ქორბუდა ირმის პარაბოლა
  • მადლი ხვარამზეს ლექსისა
  • მართალი კინო. ტატა თვალჭრელიძე. სევდა
  • მიხვედრის პარაბოლა, ანუ „მსურს მომიხმობდე, სანუკველო, სამარადისოდ“
  • ბარის ბულბულის გალობა და მთიდან ყვირილი ხარისა