ადამიანი ესწრაფვის უჩვეულოს, ამოუცნობს, მიუწვდომელს. ერთი მხრივ, იგი ცდილობს ყველაფერი დაშალოს ნაწილებად, ანუ ამოიცნოს, მეორე მხრივ კი მას სურს არსებობდეს რაღაც ამოუცნობი, მასზე რანგით ზემდგომი საგანი თუ მოვლენა. ასე მივიდა იგი ღმერთის იდეამდე, ასე მივიდა სხვა გონიერ არსებათა ძიებამდეც. მისთვის საინტერესოა ყველაფერი, რაც ცნობილ მოვლენათა რკალიდან გადის.
ერთ-ერთი ასეთი ფენომენი არამიწიერი სიცოცხლეა და ყველაფერი ისიც, რაც კოსმოსურ ცივილიზაციათა თუნდაც შორეულ ასოციაციებს იწვევს. მათ შორისაა სივრცეში მოძრავი უჩვეულო განათებული ობიექტებიც, რომლებიც არაერთხელ შეუნიშნავთ და დიდი ხანია, საერთო სახელი - მფრინავი თეფშები შეარქვეს. ამ ფენომენის შეძლებისდაგვარად მიმოხილვას ეძღვნება ეს წიგნი. ცხადია, საკითხის ამოუწურავობისა და ბოლომდე გაუხსნელობის გამო საბოლოო დასკვნებს ჯერ ვერ გამოვიტანთ, ვეცდებით კი საკითხის ძირითადი ასპექტები არ გამოგვრჩეს და სათანადოდ გავაშუქოთ.
- ყდა
- თავფურცელი
- §1. შესავალი
- §2. მფრინავი თეფშების პრობლემა
- §3. რას უწოდებენ მფრინავ თეფშებს?
- §4. ამო-ს შეხვედრები თვითმფრინავის ეკიპაჟებთან
- §5. მფრინავი თეფშები აკონტროლებენ ჩვენს ცივილიზაციას?
- §6. უძველესი პალეოკონტაქტი გინეთში?
- §7. ჩვენი ცივილიზაცია სხვა ცივილიზაციებმა დააარსეს?
- §8. სარწმუნოა, რასაც მხილველნი ჰყვებიან?
- §9. ამო - მეტეოროლოგიური ზონდები
- §10. ამო - ცეცხლოვანი სფეროები
- §11. პეტროზავოდსკის ფენომენი
- §12. კოსმოსური თანამგზავრები - მფრინავი თეფშების მოვლენის გამომწვევი მიზეზი?
- §13. მფრინავი თეფშის დაჯდომა სერპუხოვოსთან
- §14. კიდევ რას შეიძლება წარმოადგენდნენ მფრინავი თეფშები?
- §15. არსებობს თუ არა მფრინავი თეფშები?
- §16. კიდევ რა შეიძლება ითქვას მფრინავ თეფშებზე?
- §17. მაშ ასე, რას წარმოადგენს ამო?