კალათა

დეტალურად

1980 წელს ავსტრალიის პენტრიჯის ციხიდან პატიმარი გრეგორი პიტერ ჯონ სმიტი გაიქცა. მას „ჯენტლმენ ბანდიტს“ უწოდებდნენ, რადგან შეიარაღებულ ძარცვაზე ჟილეტსა და კოსტიუმში გამოწყობილი მიდიოდა, მსხვერპლს თავაზიანად ესაუბრებოდა და ფულის მიღების შემდეგ მადლობას უხდიდა. მომდევნო ათი წელი ინდოეთში გაატარა, როგორც იქაური მაფიის წევრმა, საბოლოოდ კი ავსტრალიაში დააბრუნეს და ისევ ციხეში აღმოჩნდა. ციხიდან კიდევ ერთხელ სცადა გაქცევა, თუმცა გადაიფიქრა, საკანში დაბრუნდა და ბოლომდე მოიხადა სასჯელი. სწორედ მეორე პატიმრობის დროს გადაწყვიტა, თავს გადამხდარი ფურცელზე გადაეტანა. იმის მიუხედავად, რომ ზედამხედველებმა მისი ნაწერი ორჯერ გაანადგურეს, დიდი ხნის შემდეგ მაინც დაიბადა რომანი „შანტარამი“. რომანის მთავარი გმირი, რომლის ნამდვილ სახელს ავტორი, გრეგორი დევიდ რობერტსი, არ ახსენებს, გაქცეული პატიმარია ყალბი პასპორტით. ბომბეიში ჩასვლისთანავე მის თვალწინ იშლება ფერადოვანი, მრავალ ენაზე მოლაპარაკე, ექსტრავაგანტური სილამაზის ინდოეთი. იქ ერთმანეთის გვერდით არსებობს უკიდურესი სიღატაკე და ზღვარგადასული ფუფუნება, სისასტიკე და გულმოწყალება, გაუტანლობა და ერთგულება. ახლობლების მონატრებით, ხიფათითა და სიყვარულით აღსავსე მისი ცხოვრების მთავარი გაკვეთილი კი ასეთია: ადამიანის ცხოვრების გზას განსაზღვრავს არჩევანი სიძულვილსა და შენდობას შორის. გრეგორი დევიდ რობერტსის რომანი მკითხველს მოუთხრობს გრძელ გზაზე: ის გაიარა ლინ ფორდმა – მისტერ ლინდსეიმ – გრეგორი პარკერმა – ლინბაბამ, სანამ გახდებოდა შანტარამი – ადამიანი ღვთისგან ბოძებული მშვიდობიანობით, ანუ მშვიდობიანი ადამიანი.
  • ნაწილი პირველი
    • თავი 1
    • თავი 2
    • თავი 3
    • თავი 4
    • თავი 5
    • თავი 6
    • თავი 7
    • თავი 8
  • ნაწილი მეორე
    • თავი 9
    • თავი 10
    • თავი 11
    • თავი 12
    • თავი 13
    • თავი 14
    • თავი 15
    • თავი 16
  • ნაწილი მესამე
    • თავი 17
    • თავი 18
    • თავი 19
    • თავი 20
    • თავი 21
    • თავი 22
    • თავი 23
    • თავი 24
    • თავი 25
  • ნაწილი მეოთხე
    • თავი 26
    • თავი 27
    • თავი 28
    • თავი 29
    • თავი 30
    • თავი 31
    • თავი 32
    • თავი 33
    • თავი 34
    • თავი 35
  • ნაწილი მეხუთე
    • თავი 37
    • თავი 38
    • თავი 39
    • თავი 40
    • თავი 41
    • თავი 42
  • სქოლიო