კალათა

დეტალურად

რატომ კლავენ ქალებს? რატომ ძალადობენ მათზე? რატომ ხდება, რომ ქალები მოძალადე მამაკაცებს ხშირად თავადვე უღებენ კარს? და რატომ რჩება დაუსჯელი ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების უმრავლესობა? – ფემიციდის ამ გადაუჭრელი პრობლემების პირისპირ აღმოჩნდება რომანის მთავარი გმირი, რადიოჟურნალისტი მიკელა კანოვა, როდესაც მივლინებიდან დაბრუნებული შეიტყობს, რომ ვიღაცას მისი კარის მეზობელი, ახალგაზრდა ლამაზი ქალი ანჯელა ბარი დანის ოცი დარტყმით მოუკლავს. რომის რადიო „იტალია ვივასთვის“ ქალთა მიმართ ჩადენილ გაუხსნელ დანაშაულთა შესახებ გადაცემაზე მუშაობის პარალელურად, მიკელა კანოვას პირად ცხოვრებაში, მისდა უნებურად, იჭრება თითქმის უცნობი მეზობლის მკვლელობის ამბავი. და ასე, პორტატიული ხმის ჩამწერით ხელში, იგი იწყებს ქალების იდუმალებით მოცული ყოველდღიური ცხოვრების სამყაროში მოგზაურობას და სხვადასხვა პერსონაჟის ხმების შესწავლის შემდეგ ანჯელას მკვლელის კვალსაც მიაგნებს. ოცდახუთი წლის წინათ დაწერილი და ოცზე მეტ ენაზე თარგმნილი წინამდებარე ფსიქოლოგიური დეტექტივით დაჩა მარაინიმ იტალიაში პირველმა დაუფარავად აღწერა ქალის მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის ეპიზოდები და მათი გამომწვევი მიზეზები.
  • ერთი
  • ორი
  • სამი
  • ოთხი
  • ხუთი
  • ექვსი
  • შვიდი
  • რვა
  • ცხრა
  • ათი
  • თერთმეტი
  • თორმეტი
  • ცამეტი
  • თოთხმეტი
  • თხუთმეტი
  • თექვსმეტი
  • ჩვიდმეტი
  • თვრამეტი
  • ცხრამეტი
  • ოცი
  • ოცდაერთი
  • ოცდაორი
  • ოცდასამი
  • ოცდაოთხი
  • ოცდახუთი
  • ოცდაექვსი
  • ოცდაშვიდი
  • ოცდარვა
  • ოცდაცხრა
  • ოცდაათი
  • ოცდათერთმეტი
  • ოცდათორმეტი
  • ოცდაცამეტი
  • ოცდათოთხმეტი
  • ოცდათხუთმეტი
  • ოცდათექვსმეტი
  • ოცდაჩვიდმეტი
  • ოცდათვრამეტი
  • ოცდაცხრამეტი
  • ორმოცი
  • ორმოცდაერთი
  • ორმოცდაორი
  • ორმოცდასამი
  • ორმოცდაოთხი
  • ორმოცდახუთი
  • ორმოცდაექვსი
  • ორმოცდაშვიდი
  • ორმოცდარვა
  • ორმოცდაცხრა
  • ორმოცდაათი
  • ორმოცდათერთმეტი
  • ორმოცდათორმეტი
  • ორმოცდაცამეტი
  • ორმოცდათოთხმეტი
  • ორმოცდათხუთმეტი
  • ორმოცდათექვსმეტი
  • ორმოცდაჩვიდმეტი