კალათა

დეტალურად

მოგითხრობთ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“

ლევან გველესიანი

გამომცემლობა სეზანი

საქართველოდან ემიგრირებულმა ანთროპოლოგმა და ფილოსოფოსმა ლევან გველესიანმა მესამე ათეული წელია გერმანიაში დაიმკვიდრა ადგილი თავის ოჯახთან ერთად. ის ბიზნესსაქმიანობას პერიოდულად ლიტერატურული გაბრწყინებებით ანაცვლებს და არაერთი სხვადასხვა ტიპის საინტერესო პუბლიკაციით გაუკვირვებია მკითხველი. „ვეფხისტყაოსნის“ მისეული პროზაული ვერსია ეს არის თანამედროვე მკითხველისათვის შეთავაზებული სალაღობო თხრობა. ავტორი ტექსტის სიღრმისეული გააზრებითა და მსოფლიო მოქალაქის განცდით მეტად საინტერესოდ გადმოგვცემს პოემის შინაარსსაც და მის ღირსებასაც. ხოლო მამუკა ცეცხლაძის ილუსტრაციები კიდევ უფრო ამძაფრებს მთხრობელის აქცენტებს. ეს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე უკვე მეორედ გამოცემული წიგნი (2006, 2017) ახალ სიცოცხლეს იწყებს, რადგან კიდევ უფრო მოკლე გზებს ეძებს მკითხველთა გულებისაკენ.
  • მთხრობელის წინასიტყვა
  • ავთანდილის პირველი თავგადასავალი
  • ტარიელის ისტორია
  • ავთანდილის მეორე თავგადასავალი
  • ავთანდილის მოგზაურობა
  • ნესტან-დარეჯანის დახსნა ტყვეობიდან
  • ქორწილები
  • მხატვრის ბოლოსიტყვა
  • ავტორთა შესახებ