კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • პროლოგი
  • თავი I. დაჭრილი რაინდი
  • თავი II. დომრემი
  • თავი III. ასწლიანი ომი
  • თავი IV. აზენკურის ბრძოლა
  • თავი V. ტრუას ხელშეკრულება
  • თავი VI. გამოცხადება
  • თავი VII. ფერიათა ხე
  • თავი VIII. გადაწყვეტილება
  • თავი IX. ციხესიმაგრე ვოკულიორი
  • თავი X. შეხვედრა რობერ დე ბოდრიკურთან
  • თავი XI. ქაშაყის ბრძოლა
  • თავი XII. გამგზავრება
  • თავი XIII. კომისია
  • თავი XIV. პუატიე
  • თავი XV. ორლეანი
  • თავი XVI. ალყა
  • თავი XVII. ორლეანისკენ
  • თავი XVIII. პირველი ბრძოლა
  • თავი XIX. ტურელი
  • თავი XX. დიდება
  • თავი XXI. პატე
  • თავი XXII. მირონცხება
  • თავი XXIII. ღალატი
  • თავი XXIV. დატყვევება
  • თავი XXV. ეპისკოპოსი პიერ კოშონი
  • თავი XXVI. წმინდა ინკვიზიციის სასამართლო
  • თავი XXVII. Responsio mortifera
  • თავი XXVIII. ჯადოქრის დაწვა
  • თავი XXIX. რეაბილიტაცია
  • ეპილოგი
  • გამოყენებული ლიტერატურა