კალათა

დეტალურად

გარდა იმისა, რომ თორნიკე შარაშენიძე საინტერესოდ გვიყვება პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ამბებს, ეს ახალი წიგნი დღევანდელ პრობლემებზეც გვაფიქრებს ძალაუნებურად; რადგან ევროპის ძველი და თითქოს მივიწყებული დრამები მოულოდნელად ახალ ევროპაშიც, ან უშუალოდ ევროპის მოსაზღვრე ანაქრონისტულ, ისტორიის შემაფერხებელ რეჟიმებშიც იჩენენ ხოლმე თავს. ესაა ისტორიულ-ანალიტიკური ნაშრომი, რომლის წაკითხვის შემდეგაც უამრავ მნიშვნელოვან, დამაფიქრებელ და პარადოქსულ დეტალებს შეიტყობთ 100 წლის წინანდელი ევროპის შესახებ.
  • თავი 1. დიდ აფეთქებამდე
    • ორი ნათესავი
    • ორი მეგობარი
    • ევროპის ახალი ავადმყოფი
    • ევროპის ძველი ავადმყოფი
    • კაფკას წარმოსახვა
  • თავი 2. დიდი აფეთქება
    • სარაევო
    • რეაქცია
    • პირველი ულტიმატუმიდან პირველი ომის გამოცხადებამდე
    • დომინოს ეფექტი
    • ბოლო ნახტომები
  • თავი 3. აგვისტო და მარნა
    • შლიფენი და წითელშარვლიანები
    • ლეგენდები და სიურპრიზები
    • რუსული კატასტროფა. აქტი 1
    • ფრანგების ხსნა
  • თავი 4. სანგრების დიპლომატია
    • 1914 წლის განაჩენები
    • სანგრები და დარდანელი
    • რუსული კატასტროფა. აქტი 2
    • სხვა კატასტროფები
  • თავი 5. 1916
    • რა იყო ვერდენი
    • სომამდე
    • ორმხრივი თვითმკვლელობა
    • წლის ხმაურიანი დასასრული
  • თავი 6. საუკუნოვანი რყევები
    • გიგანტის შემოსვლა
    • რუსული კატასტროფა. აქტი 3
    • საყოველთაო ქაოსი
    • პაპის ინიციატივა; მესამე იპრი; უკანასკნელი ისონძო; ვეფხვის შემოსვლა
    • რუსული კატასტროფა. აქტი 4
  • თავი 7. აგონია და დასასრული
    • 14 პუნქტი; ბრესტის ზავი (რუსული კატასტროფა. აქტი 5)
    • როგორ შეიცვალა ყველაფერი დასავლეთის ფრონტზე
    • რუსული კატასტროფა. აქტი 6
    • „გერმანული რევოლუცია“
    • დაზავება
  • თავი 8. დაუსრულებელი საქმე
    • გამარჯვებულები პარიზის კონფერენციაზე
    • რუსეთის საკითხი
    • მთავარი საკითხები
    • ახალი ერები რუკაზე
    • განაჩენი
  • ბოლოთქმა
  • ქრონოლოგია