კალათა

დეტალურად

ამ კრებულის გაცნობის შემდეგ, სიტყვათშეხამება – „პოლიტიკური ტრანზიციის პროცესში მყოფი სამხრეთი კავკასიის რეგიონი“ – ალბათ საბოლოოდ დაკარგავს უპრობლემო და სწორხაზოვან ეფექტს. მკითხველისთვის ნათელი გახდება, რომ საქმე გვაქვს რთულ და კომპლექსურ სივრცესთან, რომელიც მოიცავს უძრაობასაც და ცვლილებებსაც, რეგრესსაც და პროგრესსაც, გამაერთიანებელ ფაქტორებსაც და განსხვავებულ ტრაექტორიასაც. ეს არ გულისხმობს იმედის დაკარგვას – სურვილი, რომ სამი ქვეყნის საზოგადოებებმა ბოლოს და ბოლოს მიაღწიონ კონსოლიდირებულ დემოკრატიას, სოციალურ სამართლიანობას და კეთილდღეობას, კვლავაც რჩება მამოძრავებელ ძალად. მაგრამ ეს მიზანი მიუღწევლად დარჩება თითოეული ქვეყნის სპეციფიური რეალობის აღქმის გარეშე. წინამდებარე წიგნი კი სწორედ ამგვარი ნიუანსების გაცნობიერების საქმეში გაგიწევთ შეუცვლელ მეგზურობას.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • გზაჯვარედინი თუ გზაგასაყარი? (ნინო ლეჟავა)
  • შესავალი (სალომე ასათიანი)
  • ნაწილი I: დასავლეთი და რეგიონი: შიდა და გარე პერსპექტივები
    • ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შედეგები სამხრეთ კავკასიაში (იანა კობზოვა)
    • როგორ მიდის გარდამავალი პროცესი: ამერიკის შეერთებული შტატები, დემოკრატიული განვითარება და სამხრეთი კავკასია (ლინკოლნ მიჩელი)
    • დასავლეთის მიდგომა სამხრეთ კავკასიისადმი: მშფოთვარე დაძაბულობა «უსაფრთხოებასა» და «დემოკრატიას» შორის (მანანა ქოჩლაძე)
    • ხიდების ფორმირება: თვალსაზრისები სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ჩართულობის შესახებ (ადრიან ბრისკუ)
  • ნაწილი II: საქართველო: მღელვარე გარდამავალი ეტაპი
    • საქართველოს პოლიტიკური ტრაექტორია: 2012 წლის არჩევნებამდე და მის შემდგომ (ივლიანე ხაინდრავა)
    • რას ვაკეთებთ სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის განვითარებისათვის: საქართველოს კომპლექსური მაგალითი (ჩარლზ ფერბენქსი)
    • ღირებულებით გზაჯვარედინზე: ქართული საზოგადოება 2012 წლის შემდეგ (სალომე ასათიანი)
    • თვითმმართველობა vs ქუჩის აქტივიზმი: თეორიული კონფიგურაცია და საქართველოს მაგალითი (დავით ლოსაბერიძე)
    • თბილისის საზოგადოებრივი სივრცეების პერიპეტიები (ლადო ვარდოსანიძე)
  • ნაწილი III: სომხეთი: გართულებული გარდამავალი ეტაპი
    • გეოპოლიტიკისა და დემოკრატიის გამოწვევები (თათულ აკოფიანი)
    • იდეოლოგიებიდან ტექნოლოგიებამდე: არჩევნების, როგორც სომხეთის საზოგადოების მოდერნიზაციისა და კონტრმოდერნიზაციის ანთროპოლოგიური მიმოხილვა (გაიანე შაგოიანი)
    • აქტიური მოქალაქეობა და საჯარო სივრცე სომხეთში ერევანში და მის გარეთ (არპინე გალფაიანი)
  • ნაწილი IV: აზერბაიჯანი: გარდამავალი ეტაპის ჩიხი
    • დემოკრატია აზერბაიჯანში: მოქუფრული სურათი (ქენან ალიევი)
    • დემოკრატიის გამოწვევები აზერბაიჯანში, 2003-2013 წლები (რაჰმან ბადალოვი)
    • თანამედროვეობა, რომელიც ხელიდან გისხლტება: აზერბაიჯანის პოსტსაბჭოთა მოდერნიზაცია (სერგეი რუმიანცევი)
    • რთული ურთიერთმიმართება: ქალაქგეგმარება და საკუთრების უფლება ბაქოში (ზოჰრაბ ისმაილი)
  • ავტორების შესახებ
  • HEINRICH BÖLL STIFTUNG. SOUTH CAUCASUS
  • სქოლიო