კალათა

დეტალურად

„ოთახი“ ირლანდილ-კანადელმა მწერალმა ემა დონაჰიუმ 2010 წელს გამოაქვეყნა და მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში. „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ წლის ბესტსელერად და საუკეთესო წიგნად დაასახელა და შესაბამისი ჯილდოებიც გადასცა. რომანმა მრავალი სხვა პრიზიც დაიმსახურა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩაკეტილი სივრცე მოზარდის განვითარებას, სოციალური უნარების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. ამიტომ მნიშვნელოვანია თავისუფალი გარემოს შექმნა. სწორედ ამ უფლებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან ასეთ ჩაკეტილ, გარემოსგან მოწყვეტილ სივრცეში, ერთ პატარა ოთახში დაბადებული ხუთი წლის ჯეკი, რომელსაც რეალური სამყარო თვალით არ უნახავს, და მისი დე, რომელსაც მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ რეალურ სამყაროში დაბრუნება უნდა. 2015 წელს წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა უამრავი ჯილდო, და მათ შორის ოთხი ოსკარი დაიმსახურა.
  • საჩუქრები
  • არ-მოტყუება
  • სიკვდილი
  • შემდეგ
  • ცხოვრება