კალათა

დეტალურად

ხვალ ოთხი მეგობარი იმ ადგილისკენ გაემგზავრება, რომელსაც „კედელში გაკეთებული ხვრელი“ ჰქვია. წინ ნანატრი რვა დღე ელოდებათ. უღრანი ტყე, ბავშვობისდროინდელი საყვარელი ქოხი და დიდი ნადირობა. ნოემბრის ყოველწლიური რვადღიანი შეხვედრები მალე აღარ შედგება, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არავინ იცის. ნამდვილი წყვდიადის დადგომამდე კიდევ დროა, თუმცა ის ახლოვდება. წყვდიადი ახლოვდება... თრილერის ჟანრში დაწერილი რომანი ფსიქოლოგიური დრამის ღრმა მონასმებით – ეს „სიზმართმჭერია“. და ვის, თუ არა სტივენ კინგს შეეძლო, თითოეული პერსონაჟის გარეგანი და შინაგანი ცხოვრება რვადღიანი ნადირობისას, ერთი ამოსუნთქვით მოეთხრო და მოსვენება დაეკარგა მკითხველისთვის. აქ ყველა გარბის, ყველა მისდევს ‒ ყველა მოძრაობს, რადგან თუ არ არის მოძრაობა, არ არის თამაში.
  • პირველ რიგში, ახალი ამბები
  • ნაწილი I – კიბო
    • თავი პირველი – მაკარტი
    • თავი მეორე – ბივი
    • თავი მესამე – ჰენრის სკაუტი
    • თვი მეოთხე – მაკარტი ტუალეტში მიდის
    • თავი მეხუთე – დადიტსი (ნაწილი პირველი)
    • თავი მეექვსე – დადიტსი (ნაწილი მეორე)
    • თავი მეშვიდე – ჯოუნსი და ბივი
    • თავი მერვე – რობერტა
    • თავი მეცხრე – პიტი და ბეკი
  • ნაწილი II – რუხი კაცუნები
    • თავი მეათე – კურცი და ანდერჰილი
    • თავი მეთერთმეტე – ეგმენის მოგზაურობა
    • თავი მეთორმეტე – ჯოუნსი საავადმყოფოში
    • თავი მეცამეტე – გოსლინის მაღაზიაში
    • თავი მეთოთხმეტე – სამხრეთისაკენ
    • თავი მეთხუთმეტე – ჰენრი და ოუენი
    • თავი მეთექვსმეტე – დერი
    • თავი მეჩვიდმეტე – გმირები
  • ნაწილი III – კუებინი
    • თავი მეთვრამეტე – დევნა იწყება
    • თავი მეცხრამეტე – დევნა გრძელდება
    • თავი მეოცე – დევნა მთავრდება
    • თავი ოცდამეერთე – მე-12 ჭაბურღილი
  • ეპილოგი – შრომის დღე
  • ავტორის ბოლოსიტყვაობა