კალათა

დეტალურად

შეყვარებული კაცი

მარტინ ვალზერი

გამომცემლობა იბისი

მთარგმნელი მაია მირიანაშვილი

რომანი

თარგმანი გერმანულიდან

ნაწარმოებში ასახულია 80 წლის გოეთესა და 18 წლის ულრიკე ფონ ლევეტცოვის სიყვარულის ამბავი. წლების მდინარებაში ჩამყუდროვებულ პოეტს უცებ საოცარი ვნების ქარიშხალმა გადაუარა და მთლიანად შეძრა. გოეთეს ბიოგრაფოსებისთვის ეს შესანიშნავი მასალა აღმოჩნდა, მაგრამ მხოლოდ მარტინ ვალზერმა, თანამედროვე გერმანელმა მწერალმა, შეძლო, ახალი ელფერიით შეემოსა ამ უჩვეულო სიყვარულის ამბავი. მან რომანში „შეყვარებული კაცი“ გოეთეს პირადი მიმოწერა გააცოცხლა. არადა, რეალურად, ამ ტრფობის ამსახველი არც ერთი ბარათი არ შემორჩენილა. ერთი უჩვეულო ფაქტიც შეეშველა მწერალს. რომანის წერისას იგი საგანგებოდ ჩავიდა მარიენბადში, რათა საკუთარი თვალით ეხილა ის შთამბეჭდავი გარემო, რომელიც ამ უჩვეულო სიყვარულის სცენად იქცა, სადაც სწორედ ულრიკეს შთაგონებით პოეტმა შექმნა ლექსი-შედევრი „მარიენბადის ელეგია“. აქ მარტინ ვალზერს მეგობარმა პატარა წიგნაკი აჩუქა, რომელშიც მოთხრობილი იყო ულრიკეს შესახებ, სხვა ცნობებთან ერთად, ეწერა ასეთი გულისშემძვრელი ფაქტიც - უკვე ხანდაზმულ ულრიკეს სიკვდილის წინ მოუტანინებია ზარდახშა და უთხოვია, დაეწვათ იქ შენახული წერილები, ხოლო ფერფლი საფლავში ჩაეტანებინათ. ეს წერილები კი შეყვარებულ გოეთეს ეკუთვნოდა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პირველი ნაწილი
    • 1.
    • 2.
    • 3.
    • 4.
    • 5.
  • ორნი
    • 1.
    • 2.
    • 3.
    • 4.
  • მესამე ნაწილი
    • 1.
    • 2.
    • 3.
    • 4.
    • 5.
    • 6.