კალათა

დეტალურად

ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯონ მაქსველ კუტზეემ კრიტიკოსებსა და ლიტერატურის მოყვარულებს თავისი ახალი რომანით (2013) რთული თავსატეხი გაუჩინა: არის თუ არა ეს წიგნი ერთი დიდი ფანტაზია კაცობრიობის მომავლის შესახებ? იქნებ ამ მონათხრობში არამიწიერი ცხოვრების პოსტმოდერნული ალეგორია იმალება? ანდა ავტორს სურს, გვიამბოს იმ ადგილსა და დროზე, სადაც და როცა ადამიანები საკუთარი ეგოიზმისა და ვნებებისაგან გათავისუფლდებიან? ასეა თუ ისე, ნაწარმოების მთავარი გმირები ახალ მიწაზე ახალი ცხოვრების დასაწყებად მიდიან. მათ არც თავიანთი წარსული ახსოვთ და აღარც საკუთარი სახელები, მაგრამ ეს არის ერთადერთი სამყარო „ყველა შესაძლებელ სამყაროთა შორის“. ამიტომ ისინი მის კანონებს უნდა დაემორჩილონ. თუმცა, ერთ-ერთ პერსონაჟს წარსული აჩრდილებად თან სდევს და მოსვენებას არ აძლევს. „რატომ არ უნდა იქცე ისევ ბავშვად, იმის მაგივრად, რომ ეცადო, გარდაიქმნა?“ – აი, წიგნში არსებული კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც სავარაუდო პასუხის გაცემა მკითხველს თავად მოუწევს; და ამ პასუხით მან შესაძლოა რომანის სათაურში დამალული სიმბოლოც ამოხსნას.
  • თავი I
  • თავი II
  • თავი III
  • თავი IV
  • თავი V
  • თავი VI
  • თავი VII
  • თავი VIII
  • თავი IX
  • თავი X
  • თავი XI
  • თავი XII
  • თავი XIII
  • თავი XIV
  • თავი XV
  • თავი XVI
  • თავი XVII
  • თავი XVIII
  • თავი XIX
  • თავი XX
  • თავი XXI
  • თავი XXII
  • თავი XXIII
  • თავი XXIV
  • თავი XXV
  • თავი XXVI
  • თავი XXVII
  • თავი XXVIII
  • თავი XXIX
  • თავი XXX