კალათა

დეტალურად

ომერ სეიფედინი თურქი მწერალია. მას თურქულმა სალიტერატურო კრიტიკამ „ლამაზი თურქულის ამირბარი“ შეარქვა. სეიფედინი თორმეტი წლის განმავლობაში ქმნიდა მხატვრულსა თუ პუბლიცისტურ ლიტერატურას და მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში თურქეთში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, ლიტერატურულ პროცესებს აღწერდა. მის ნოველებსა და მოთხრობებში ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული ამბებია გადმოცემული, რაც ყველა ადამიანს შეიძლება გადახდეს თავს. არც ერთ მათგანში არ ჩანს შეგონება და დარიგება, თუმცა, მკითხველი ბოლომდე აცნობიერებს თითოეული მოთხრობის გმირის სევდისა და წუხილის მიზეზს და იმასაც ხვდება, რომ ასეთი სევდა უცხო არც მისთვის არის. ომერ სეიფედინის შემოქმედების გაცნობისას აუცილებლად გაგიჩნდებათ განცდა, რომ ავტორს ჩაფიქრებული აქვს „გაიძულოთ“ ძირისძირობამდე ჩასწვდეთ ადამიანის შინაგან, წინააღმდეგობით სავსე სამყაროს და სხვა კუთხით დაინახოთ და შეაფასოთ ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ჩვეულებრივი ამბები.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პირველი ცოდვა
  • ყოვლისმცოდნე
  • ალალ-მართალი
  • ეჭვი
  • როგორ გადაარჩინა
  • გულადი
  • ჩერქეზული ქამარი
  • აი, ახლა მოიფიქრე!..
  • საჩუქარი
  • გაზაფხულის ბრალია
  • ანტისეპტიკა
  • რესტორნის საიდუმლოება
  • უფსკრულის პირას რაქიასთან გაგზავნილი ფერიდეს ბარათი
  • ზეთისხილი და პური
  • კოლექცია
  • პროგრესი
  • სიყვარული და ფეხის თითები
  • სიმახინჯის საიდუმლოება
  • მოპარსული ულვაშები
  • გამომგონებელი
  • მაღალი ქუსლები
  • სიბრალულის ნდობა
  • მემკვიდრეობა
  • საიდუმლო ტაძარი
  • დანიშნულები
  • ალი
  • ბაყაყების შელოცვა
  • პირველი ჭაღარა
  • რა თავში ვიხლი სიმდიდრეს...
  • ძმადნაფიცები
  • ყურანზე დაფიცება
  • სქოლიო